2019 წლიდან დღემდე მსოფლიო მუდმივი კრიზისების რეჟიმშია: პანდემია, ომი უკრაინაში, სოციალური პროტესტები და პოლიტიკური დაძაბულობა. როგორ მოქმედებს ეს „ქაოსური ფონი“ ჩვენს ფსიქიკაზე?
„ფენოვანის“ ამ ეპიზოდში ფსიქიატრი ლუკა ხუხაშვილი საუბრობს ფენომენზე, რომელსაც შეგვიძლია „ბოდვითი ატმოსფერო“ ვუწოდოთ. როდესაც ადამიანის ტვინი ქრონიკულ სტრესშია, ის კარგავს უნარს, განასხვაოს მნიშვნელოვანი მოვლენა უმნიშვნელო დეტალისგან, რაც ხშირად იწვევს რეალობის მცდარ აღქმას და მუდმივ შფოთვას.
ფორუმი