„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მიხედვით, ეს ჯილდო გადაეცემა „უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში, მისი ეროვნული ინტერესების, უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში, დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბებაში, სხვა სახელმწიფოსთან და საერთაშორისო ორგანიზაციასთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის დამყარებაში, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთა უფლებების დაცვაში, ქართული კულტურის პოპულარიზაციაში, ქართული მეცნიერებისა და ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.
მათივე ცნობით, მიხეილ ყაველაშვილმა შავკატ მირზიოევს უთხრა, რომ „როგორც საიმედო პარტნიორსა და მეგობარ სახელმწიფოს, რომელთანაც ურთიერთპატივისცემა, საერთო ინტერესები და თანამშრომლობის გაღრმავების მტკიცე ნება აერთიანებს“:
„[შეხვედრაზე] განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტის გაფორმებას, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას თვისებრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს“.
მოგვიანებით შავკატ მირზიოევს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ. უზბეკეთის პრეზიდენტის პატივსაცემად თბილისის ანძა უზბეკეთის რესპუბლიკის დროშის ფერებში განათდა.
უზბეკეთის უმაღლესი რანგის ლიდერი საქართველოს პირველად სტუმრობს. ქვეყნის პრეზიდენტი საქართველოში დღეს, 2 ივლისს ჩამოვიდა. მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი დახვდა. შავკატ მირზიოევი საქართველოში უნდა შეხვდეს ირაკლი კობახიძესაც, „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურს.
ბოლო ორი წლის განმავლობაში „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონების ფონზე, ხელისუფლების წარმომადგენლების ვიზიტები ევროკავშირის ქვეყნებთან შემცირდა. ერთ-ერთი ბოლო ვიზიტი კობახიძეს ტაჯიკეთსა და ყაზახეთში ჰქონდა, ახლა კი საქართველოს უზბეკეთის პრეზიდენტი სტუმრობს.
ყაზახეთში კობახიძეს „ყაზახეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის აღსანიშნავად“ „მეგობრობის“ პირველი ხარისხის ორდენი გადასცეს.
ფორუმი