Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ABC News-ის ცნობით, ნიუ-იორკში სულ მცირე რვა ადამიანი დაჭრეს, მათ შორის ოთხი ბავშვია

4 ივლისი ნიუ-იორკში (საილუსტრაციო ფოტო)
4 ივლისი ნიუ-იორკში (საილუსტრაციო ფოტო)

ნიუ-იორკის კონი-აილენდის უბანში, სულ მცირე რვა ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი, დაჭრეს. ამის შესახებ ABC News-მა კვირას, ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტზე დაყრდნობით განაცხადა.

ინციდენტი 4 ივლისს, აშშ-ში დამოუკიდებლობის დღეს მოხდა.

ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბრუკლინის უბანში, უესტ 31-ე ქუჩაზე, დაახლოებით 22:37 საათზე მომხდარი სროლის შესახებ ინფორმაცია მიიღეს, იტყობინება პოლიცია ABC News-ისთვის მიწოდებულ განცხადებაში.

საინფორმაციო გამოცემის ცნობით, დაშავებულთა შორის ორი კაცი, ორი ქალი და ოთხი 14, 12, 7 და 6 წლის ბავშვია.

პოლიციის თანახმად, რომ ყველა დაშავებული საავადმყოფოებში გადაიყვანეს. შვიდი დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია, ხოლო 21 წლის ქალის მდგომარეობა კრიტიკულია.

ABC-ის ცნობით, პოლიციამ განაცხადა, რომ
ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღი ნახა, თუმცა არავინ დაუკავებია.

ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტმა დაუყოვნებლივ არ უპასუხა Reuters-ის მოთხოვნას კომენტარის შესახებ.

4 ივლისს - შაბათს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავი აღინიშნა - 1776 წლის ამ დღეს მოხდა დამოუკიდებლობის დეკლარაციის რატიფიცირება კონტინენტური კონგრესის მიერ ფილადელფიაში.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 4 ივლისს, აშშ-ის 250-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა ვაშინგტონში, National Mall-ზე.


ფორუმი

XS
SM
MD
LG