Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა კვლავ დაარტყა უკრაინას, რასაც მოჰყვა მსხვერპლი

ზაპოროჟიეზე დარტყმის შედეგები, 2026 წლის 5 ივლისი
ზაპოროჟიეზე დარტყმის შედეგები, 2026 წლის 5 ივლისი

5 ივლისის ღამეს, რუსეთის ძალებმა დაარტყეს უკრაინას ოთხი სხვადასხვა ტიპის რაკეტით და 125 მოიერიშე დრონით.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, დარტყმები სამ ადგილას აღინუსხა, ხოლო ნამსხვრევები რვაგან ჩამოცვივდა.

ხარკოვის რეგიონში, ბოჰოდუხოვზე დრონით იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ხარკოვში კიდევ ოთხი ადამიანი დაშავდა. რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეჰ სინეგუბოვის თქმით, დაზიანდა სუპერმარკეტი, ავეჯის მაღაზია და ავტომობილები.

ზაპოროჟიში ერთი ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა. ზაპოროჟიეზე რუსეთის დარტყმის შედეგად ხუთსართულიანი საცხოვრებელი შენობის ნაწილი დაანგრია და 42 საცხოვრებელი შენობა დააზიანა.

დნეპროპეტროვსკის ოლქში, პავლოგრადში, ორი ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობები, ავტომობილები და მაღაზია დაზიანდა. სუმიში, ბენზინგასამართ სადგურზე თავდასხმის
შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ხერსონის ოლქში კი 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ოთხი პოლიციელი.

წინა დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა "სინამდვილესთან შეუსაბამო" უწოდა რუსეთის ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ცნობას, რომ რუსეთის არმიამ სრულად დაიკავა უკრაინის ქალაქი კონსტანტინოვკა, დონეცკის ოლქში.

ეს ცნობა შაბათს უარყო გენერალური შტაბის პრესმდივანმა, ანდრი კოვალიოვმა.

რუსეთმა სისხლიანი იერიში მიიტანა კიევზე გასულ კვირაში, როცა რაკეტებით და დრონებით 2 ივლისს დაარტყეს უკრაინის დედაქალაქს.

დაიღუპა 30 და დაშავდა 90 ადამიანი. დაინგრა და დაზიანდა ათეულობით სახლი და სხვა შენობები.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ის უკრაინაში მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას ესხმის თავს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG