დაბალი აქტივობის გამო რეფერენდუმი ვერ შედგა.
ცნობით, თითქმის ყველა ბიულეტენის დამუშავების შემდეგ, აქტივობამ 16%-ზე ოდნავ მეტი შეადგინა, საჭირო 50%-ზე მეტის მონაწილეობა.
რეფერენდუმის მონაწილეებს ორ საკითხზე უნდა გამოეთქვათ აზრი: ყოფილ პრემიერმინისტრებისთვის უვადო პენსიის გაუქმების და სპეციალური პროკურატურის აღდგენის შესახებ.
ეს პროკურატურა სერიოზულ დანაშაულებსა და კორუფციას იძიებდა. ორგანო ფიცოს მთავრობამ 2024 წელს გააუქმა, რამაც მთელი ქვეყნის მასშტაბით მასობრივი პროტესტი გამოიწვია.
სლოვაკური მედიის ცნობით, რეფერენდუმის მონაწილეთა უმრავლესობამ ორივე წინადადებას მხარი დაუჭირა.
ყოფილი მთავრობის მეთაურებისთვის უვადო ანაზღაურების მიცემის გადაწყვეტილება 2024 წელს მიიღეს რობერტ ფიცოს მკვლელობის მცდელობის შემდეგ, რომლის შედეგადაც იგი მძიმედ დაიჭრა.
კანონის თანახმად, პრემიერმინისტრი, რომელიც მინიმუმ ორი ვადით მუშაობდა, გადადგომის შემთხვევაში მიიღებს ყოველთვიურ ანაზღაურებას, რომელიც პარლამენტის წევრის ხელფასის ტოლია. ამჟამად მხოლოდ ფიცო აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს.
რეფერენდუმი პარლამენტგარეშე ოპოზიციურმა პარტიამ „დემოკრატმა“ წამოიწყო, რომელმაც მხარდასაჭერად 350 000-ზე მეტი ხელმოწერა შეაგროვა.
სლოვაკეთში მინისტრები თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ იღებენ ერთჯერად ანაზღაურებას, რომელიც სამი თვის ხელფასის ეკვივალენტურია (Odchodné).
რაც შეეხება უვადო პენსიას, რომელიც რეფერენდუმზე იქნა წარდგენილი, იმის გამო, რომ რეფერენდუმი არ შედგა, ის ძალაში დარჩება.
დამოუკიდებელი სლოვაკეთის ისტორიაში მხოლოდ ერთი რეფერენდუმი იქნა აღიარებული ჩატარებულად - ევროკავშირში ამ ქვეყნის გაწევრიანების შესახებ 2003 წელს. დანარჩენების შემთხვევაში ვერ გადაილახა საჭირო აქტივობის ზღვარი.
ფორუმი