Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იემენის სანაპიროსთან თავს დაესხნენ სატვირთო გემს

ჰოდეიდის ნავსადგური იემენში (საილუსტრაციო ფოტო)
ჰოდეიდის ნავსადგური იემენში (საილუსტრაციო ფოტო)

იემენის სანაპიროსთან ცეცხლი გაუხსნეს სატვირთო გემს.

ამის შესახებ ბრიტანეთის საზღვაო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ცნობა. ჰოდეიდიდან სამხრეთ-დასავლეთით დაახლოებით 55 კილომეტრში პატარა ნავი გემს მიუახლოვდა და სროლა დაუწყო. სატვირთო გემზე მყოფმა უსაფრთხოების ძალებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს.

Reuters-ის თანახმად, გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ვაჭრობის საოპერაციო სამსახურმა 5 ივლისს მიიღო შეტყობინება მომხდარი ინციდენტის შესახებ, როცა სატვირთო გემზე განგაშის სიგნალი ამოქმედდა, რომლის თანახმადაც, მას უცნობი შეიარაღებული ძალებით დაესხნენ თავს.

ამ ინფორმაციით, ეკიპაჟი უვნებელი დარჩა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.

იემენის დედაქალაქ სანას აკონტროლებენ ჰუთი მეამბოხეები, ჰუთის მიმდევრებს მხარს უჭერს და დახმარებას უწევს ირანის ისლამური რესპუბლიკა.

მათ ირანთან ომის პერიოდში გამოაცხადეს, რომ
ბაბ-ელ-მანდების სრუტე დაკეტავენ, თუ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ შეწყვეტს „ყველა ქმედებას, რომელიც ხელს უშლის მშვიდობას“.

წითელი ზღვისა და ადენის სრუტის შემაკავშირებელი ბაბ-ელ-მანდების სრუტით გადის მსოფლიოში საზღვაო გზებით ნავთობით ვაჭრობის დაახლოებით 12% და გათხევადებული ბუნებრივი აირით ვაჭრობის 8%.

ჰუთები ხშირად ესხმიან თავს გემებს. ამავე ტერიტორიაზე ასევე მოქმედებენ სომალელი მეკობრეები.


ფორუმი

XS
SM
MD
LG