Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივანიშვილის დაცვის ყოფილი უფროსი სუსის უფროსის მოადგილედ გადაიყვანეს შს მინისტრის მოადგილის პოსტიდან

გიორგი ბახუაშვილი (ფოტოკოლაჟი)
გიორგი ბახუაშვილი (ფოტოკოლაჟი)

გიორგი ბახუაშვილი, "ქართული ოცნების" დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილი უფროსი, რომელიც დაახლოებით 1 თვის წინ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, ახლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ გადაიყვანეს.

ბრძანებას, რომლის მიხედვითაც ჩანს, რომ ბახუაშვილმა ეს თანამდებობა 6 ივლისიდან დაიკავა, ხელს "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.

შს მინისტრის მეექვსე მოადგილედ ბახუაშვილის დანიშვნის შესახებ ცნობა სამინისტრომ 10 ივნისს გაავრცელა.

გიორგი ბახუაშვილს აქვს პოლიციის პოლკოვნიკის წოდება. სხვადასხვა დროს ის მუშაობდა შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტსა და დაცვის პოლიციაში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG