Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე კელიები უნებართვოდ შენდება - სააგენტო

ლამარიას მონასტრის ტერიტორია
ლამარიას მონასტრის ტერიტორია

„ჩაიხანის“ მიერ მომზადებული მასალის გამოქვეყნების შემდეგ, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო აცხადებს, რომ ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე კელიები უნებართვოდ შენდება. უწყებამ საკითხის შესწავლა დაიწყო.

„კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ნებისმიერი სახის სამშენებლო, სარეაბილიტაციო ან სხვა ტიპის ჩარევა სააგენტოსთან წინასწარ შეთანხმებასა და დადგენილი პროცედურების გავლას საჭიროებს“, - წერია სააგენტოს განცხადებაში.

უწყებაში აცხადებენ, რომ „პროცედურების დასრულების შემდეგ საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მიეწოდება“.

უშგულის ლამარია, რომელიც სოფელ ჟიბიანის ზემოთ მდებარეობს, IX-X საუკუნეებით დათარიღებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. „ჩაიხანამ“ დღეს, 8 ივლისს, გამოაქვეყნა მასალა, რომლითაც ირკვევა, რომ თანამედროვე სამშენებლო მასალით, ბლოკით სატრაპეზოები შენდება.


ფორუმი

XS
SM
MD
LG