Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქციებზე დაკავებულების ოჯახის წევრები საზოგადოებრივი მაუწყებლისგან ეთერის დათმობას ითხოვენ

ისინი ტელევიზიისგან პასუხს ელიან.
ისინი ტელევიზიისგან პასუხს ელიან.

2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარე აქციების დროს დაკავებული დემონსტრანტების ოჯახის წევრები საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერის დათმობას ითხოვენ.

ისინი მაუწყებელთან შეიკრიბნენ და კიდევ ორი საკითხი გააჟღერეს: არხმა გააშუქოს მათი ბრიფინგი და შეხვდნენ ხელმძღვანელ პირებს.

„უკვე წელიწად-ნახევარზე მეტია, ჩვენ ფაქტობრივად მოკლებულნი ვართ შესაძლებლობას, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერიდან მივმართოთ ქვეყნის მოქალაქეებს. ამ ხნის განმავლობაში ჩვენი ხმა არ ისმის იმ მაუწყებელში, რომელიც ფინანსდება საქართველოს მოქალაქეების მიერ გადახდილი გადასახადებით და, შესაბამისად, ეკუთვნის მთელ საზოგადოებას და არა რომელიმე პოლიტიკურ ძალას ან ხელისუფლებას“, - განაცხადეს მათ და აღნიშნეს, რომ „ჩვენ წარმოდგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით ველოდებით პასუხს დღესვე და 12 საათის განმავლობაში საღამომდე ვიქნებით აქ, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან...“

მაუწყებელთან შეიკრიბნენ:

  • ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული (უკვე გათავისუფლებული) ნიკა კაციას დედა მარინე აფციაური;
  • აქციაზე პოლიციელზე ძალადობის ბრალდებით დაკავებული საბა სხვიტარიძის დედა ელენე ახობაძე;
  • ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამა ზურაბ ცეცხლაძე;
  • ძალადობის ბრალდებით დაკავებული გიორგი ტერიშვილის დედა მარინა ტერიშვილი;
  • ძალადობის ბრალდებით დაკავებული გიორგი მინდაძის დედა ნანი წულაია;
  • ძალადობის ბრალდებით დაკავებული ვეფხია კასრაძის ცოლი ირინა კრატენკო;
  • თანხის გაფლანგვისთვის დაკავებული გიორგი ჩაკვეტაძის დედა ეკა წერეთელი.

დაკავებულები, ისევე როგორც მათი ოჯახის წევრები, მიიჩნევენ, რომ უდანაშაულონი არიან და თავს „სინდისის პატიმრებად“ მოიხსენიებენ.


ფორუმი

XS
SM
MD
LG