როგორც რადიო თავისუფლების სომხურმა სამსახურმა შეიტყო, ზოოპარკის თანამშრომელმა მსუბუქი დაზიანება ნიანგის ზოოპარკში ტრანსპორტირებისას მიიღო.
მას წარბი გაეკაწრა, რის შემდეგაც გაეწია სამედიცინო მომსახურება და კლინიკა მალევე დატოვა.
მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, - განსხვავებით მედიაში გავრცელებული სხვადასხვა არასწორი ცნობისგან, განაცხადეს ერევნის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურში.
ერევნის მუნიციპალიტეტი ასევე აცხადებს, რომ გავრცელებული ცნობები, თითქოს ნიანგმა სერიოზულად დააზიანა სანაგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი, სიმართლეს არ შეესაბამება.
სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა მიმდინარე კვირაში გადაწყვიტა, რომ გაგიკ წარუკიანის რეზიდენციის ყველა „მკვიდრი“ უკანონო ნადირობის ინციდენტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში მატერიალურ მტკიცებულებას წარმოადგენდა და მათი კონფისკაცია უნდა მომხდარიყო.
მათ შორის, ერევნის ზოოპარკში გადაიყვანის გაგიკ წარუკიანის ცხრა ნიანგი.
ამასთან, სამიდან ერთ-ერთი ლომი, რომელიც პოლიტიკოსის დაპატიმრებამდე მისი რეზიდენციიდან ზოოპარკში გადაიყვანეს, მოკვდა.
- ძუ ლომი ერევნის ზოოპარკში გადაყვანის მიზნით, დროებით დააძინეს, თუმცა ზოოპარკში გადაყვანის შემდეგ ვეღარ გაიღვიძა.
- ერევნის ზოოპარკმა ეს დაუკავშირდა ცხოველის „ხანდაზმულობას“ და თანმდევ დაავადებებს, რაც, ზოოპარკის თანახმადვე, ავტოფსიის ანგარიშშია ასახული.
- საგამოძიებო კომიტეტმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ გამოიძიებს „ლომის დაძინებისა და შემდეგ გამოუღვიძებლობის“ გარემოებებს.
წარუკიანის სახლიდან გამოიტანეს 200-მდე ფიტული - გარეული ფრინველებისა და ცხოველების, მათ შორის - მგლების.
ვიდეომასალებში კარგად ჩანს, რომ ბიზნესმენის სახლი ცხოველების სხვადასხვა ზომის ფიტულებით იყო სავსე.
ფიტულებს ახლა დანაშაულის მტკიცებულებებად დაურთავენ საქმეს, რადგან წარუკიანს უკანონო ნადირობაც ედება ბრალად.
რადიო თავისუფლების სომხური სამსახური ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ეკოლოგიისთვის მიყენებული ზიანი 30 მილიონ დრამს [თითქმის 82 ათას დოლარს] აღწევს.
პოლიციამ პრორუსი ბიზნესმენის, ოლიგარქ გაგიკ წარუკიანის სახლში 6 ივლისს ჩაატარა ჩხრეკა.
დაკავებამდე, გაჩხრიკეს წარუკიანის სახლი და კომპანიები - 70 სხვადასხვა მისამართი. პოლიციამ დალუქა არაერთი კომპანიის ოფისები და დაკავებულს ბრალი თაღლითობასა და ფულის გათეთრებაში წაუყენა.
7 ივლისს ჩატარდა სასამართლო სხდომა და სომხეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარ ადამიანს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
- სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის თანახმად, წარუკიანის წინააღმდეგ, ჯამში - 10-ზე მეტი სისხლის სასამართლოს საქმეა აღძრული.
- ქრისტეს გიგანტური ქანდაკების აშენების ინიციატორი ბიზნესმენი, რომელსაც რუსეთსა და ბელარუსთან საგანგებო კავშირებით იცნობენ, გიგანტურ ნოეს კიდობნის აგებასაც გეგმავდა.
- მისი პარტია - „აყვავებული სომხეთი“ - 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებში მე-4 ადგილზე გავიდა, მაგრამ საკანონმდებლო ორგანოში ვერ მოხვდა - 4%-იანი ბარიერი ვერ გადალახა.
ფორუმი