ოჯახის ცნობით, ტაილერი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ პორტუგალიაში, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მაისში მომღერალი სასწრაფო ოპერაციისთვის ქალაქ ფარუს საავადმყოფოში მოათავსეს. ტაილერი მოგვიანებით ხელოვნურ კომაში იყო. ივნისის შუა რიცხვებში ოჯახმა განაცხადა, რომ ტაილერი კომიდან გამოვიდა, მაგრამ მძიმე მდგომარეობაში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩებოდა.
ბონი ტაილერი (ნამდვილი სახელი გეინორ ჰოპკინსი) 1951 წელს უელსში დაიბადა. მან მუსიკალური კარიერა 1970-იან წლებში დაიწყო. კარიერის განმავლობაში მომღერალმა მსოფლიოს მასშტაბით 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი გამოუშვა.
1983 წელს გამოსული ჰიტი „Total Eclipse of the Heart“ აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ირლანდიაში, ავსტრალიასა და ზიმბაბვეში ჩარტების სათავეში მოექცა. 2026 წლის დასაწყისში სიმღერამ Spotify-ზე მილიარდ მოსმენას გადააჭარბა.
2013 წელს დიდი ბრიტანეთი "ევროვიზიის" სიმღერის კონკურსზე ბონი ტაილერმა წარმოადგინა.
გარდაიცვალა ბრიტანელი მომღერალი ბონი ტაილერი
75 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრიტანელი მომღერალი ბონი ტაილერი, რომელიც ცნობილია თავისი ჰიტებით "Total Eclipse of the Heart", "Holding Out for a Hero", "It's a Heartache" და სხვა.
ფორუმი