ერთ-ერთი წყაროს ცნობით, კოლონას 200-ზე მეტი რუსი მებრძოლი და 100-ზე მეტი მალელი
ჯარისკაცი გადაჰყავდა. იმავე პირის თქმით, მსგავსი თავდასხმა კვირის დასაწყისში ჩრდილოეთისკენ მიმავალ კიდევ ერთ სამხედრო კოლონაზე განხორციელდა.
„ალ-ყაიდასთან“ დაკავშირებულმა დაჯგუფება „ჯამაათ ნუსრათ ალ-ისლამ ვალ მუსლიმინმა“ (JNIM) და ტუარეგების მეთაურობით მოქმედმა მეამბოხე დაჯგუფებამ „აზავადის განმათავისუფლებელმა ფრონტმა“ (FLA) 4 ივლისს, თავდასხმები განახორციელეს არმიის პოზიციებზე, მალის მთელ ტერიტორიაზე.
წყაროების ცნობით, კოლონა მალის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ანეფისისკენ მიემართებოდა, სადაც ბრძოლები გრძელდება 9 ივლისის დილის მერე, რაც მას ცეცხლი გაუხსნეს.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა FLA-ს წარმომადგენელმა აიღო. გაურკვეველია, მონაწილეობდა თუ არა JNIM-იც.
მალის სამხედრო ძალების წარმომადგენელმა კომენტარის გაკეთებაზე თხოვნას დაუყოვნებლივ არ უპასუხა.
სამივე წყაროს ცნობით, მალის მეზობელმა და მოკავშირემ, ნიგერმა საბრძოლო მოქმედებების დროს საჰაერო მხარდაჭერა უზრუნველყო.
ნიგერის სამხედროებთან კომენტარისთვის დაკავშირება
ვერ მოხერხდა.
აპრილში „ჯამაათ ნუსრათ ალ-ისლამ ვალ მუსლიმინი“ და ტუარეგების მეთაურობით მოქმედი მეამბოხე დაჯგუფება „აზავადის განმათავისუფლებელი ფრონტი“ გაერთიანდნენ კოორდინირებული, გახმაურებული ოპერაციისთვის, რომლის დროსაც დედაქალაქ ბამაკოს აეროპორტი დაბომბეს და მოკლეს თავდაცვის მინისტრი.
რუსული კერძო გასამხედროებული „აფრიკის კორპუსი“ მხარს უჭერს მალის სამხედროებს მეამბოხეთა წინააღმდეგ ბრძოლაში, რომლებიც დასავლეთ აფრიკის ქვეყანას 2012 წლიდან უქმნიან
დიდი პრობლემებს.
„აფრიკის კორპუსის“ წინამორბედი იყო "ვაგნერი," რომლის დახმარებით 2023 წლის ნოემბერში არმიამ ხელში ჩაიგდო ქალაქი კიდალი, დამოუკიდებლობის მომხრეთა დასაყრდენი წლების განმავლობაში.
აპრილის ამბოხების დროს ქალაქი მთავრობის ჯარმა და რუსმა დაქირავებულებმა დატოვეს.
ფორუმი