Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

8 თვეში თანამდებობის პირებს მშობლებმა 15 მლნ ლარის საჩუქრები აჩუქეს - TI

კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოაქვეყნა.
კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოაქვეყნა.

რვა თვეში 379-მა საჯარო მოხელემ, რომლებსაც დეკლარაციის შევსება უწევთ, 24 მილიონი ლარის ოდენობის საჩუქარი მიიღო. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ შეისწავლა ამ საჯარო მოხელეების დეკლარაციები და დაადგინა, რომ თანამდებობის პირები საჩუქრებს ძირითადად მშობლებისგან ან ნათესავებისგან იღებენ.

ვისგან მიიღეს საჩუქრები (ღირებულება):

  • მშობლები - 14 987 265 ლარი;
  • და/ძმა - 4 347 452 ლარი;
  • ნათესავი - 2 438 063 ლარი;
  • შვილი - 1 359 040 ლარი.

საჩუქრების კატეგორიზაცია სახეობის მიხედვით:

  • 100-მა საჯარო მოხელემ ჯამში 151 უძრავი ქონება მიიღო, რომელთა ჯამური ღირებულებაც 12 მილიონ ლარს აჭარბებს;
  • თანხა 233-მა მიიღო - ჯამში 11 მილიონ ლარზე მეტი;
  • ავტომობილი 28-მ - ჯამში 876 694 ლარი;
  • საჯარო მოხელეებს ასაჩუქრებდნენ სამკაულებით, იარაღითა და სხვა ნივთებით.

„შეზღუდვები არ ვრცელდება თანამდებობის პირების მიერ ოჯახის წევრების ან ახლო ნათესავებისგან მიღებულ საჩუქრებზე. ეს გამონაკლისი ლოგიკურია, თუმცა, ამავე დროს, არსებობს საფრთხე, რომ სათანადო ზედამხედველობის არ არსებობის შემთხვევაში, გამონაკლისი კანონის „ხვრელად“ გადაიქცეს, რომელსაც არაკეთილსინდისიერი მოხელეები კანონით აკრძალული შემოსავლის „გათეთრებისთვის“ გამოიყენებენ, ანუ კანონის დარღვევით მიღებული შემოსავლის დეკლარირება მოხდება, როგორც ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავისგან მიღებული საჩუქრის“, - აცხადებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“.

განახლება: მომდევნო დღეს, 15 ივლისს „ქართული ოცნების“ ლიდერმა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ამ კვლევას ფარის უწოდა:

„ათობით ათასი საჯარო მოხელეა - იმის დაჯამება და რიცხვებად წარმოდგენა, რომ მეუღლემ - მეუღლეს, შვილმა - მშობელს ან მშობელმა შვილს რაღაცა აჩუქა, მანიპულაცია და ფარსია, რაც მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის იარაღია“.

საქართველოს კანონმდებლობით, უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირები, ასევე საჯარო სამსახურში მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული ჩინოვნიკები ვალდებული არიან ყოველწლიურად შეავსონ დეკლარაცია და მასში ასახონ როგორც შემოსავლები და ხარჯები, ისე მიღებული საჩუქრები.​

ფორუმი

XS
SM
MD
LG