Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი ირანს ხიდებისა და ელექტროსადგურების განადგურებით დაემუქრა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს ელექტროსადგურებისა და ხიდების განადგურებით დაემუქრა, თუ თეირანი მოლაპარაკებას არ დასთანხმდება.

ტრამპმა 14 ივლისს ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მომდევნო დღეებში ირანზე ძლიერ დარტყმებს განაგრძობენ(სამხედრო ობიექტებზე), მომავალ კვირაში კი ელექტროსადგურებს და ხიდებს დაარტყამენ, თუ ირანი მოლაპარაკების მაგიდასთან არ დაჯდება.

  • აშშ-ის პრეზიდენტი ირანს ხიდებისა და ელექტროსადგურების განადგურებით ემუქრებოდა ისრაელთან ერთად 2026 წლის თებერვლის ბოლოდან დაწყებული მასშტაბური სამხედრო ოპერაციის მსვლელობის დროსაც, თუ თეირანი ვაშინგტონის პირობებს არ დასთანხმდებოდა.

14 ივლისის საღამოდან აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა მორიგი შეტევა მიიტანეს ირანის სამხედრო ობიექტებზე. ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ დარტყმის მიზანია კიდევ უფრო შეასუსტონ ირანის შესაძლებლობები, თავს დაესხას სავაჭრო გემებს.

14 ივლისიდან შეერთებულმა შტატებმა განაახლა ირანის პორტების ბლოკადა.

თავის მხრივ, ირანმა რაკეტებით და დრონებით ისევ შეუტია ამერიკულ სამხედრო ობიექტებს ქუვეითში, ბაჰრეინსა და იორდანიაში.

  • ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანზე დარტყმები ივლისიდან განაახლა მას შემდეგ, რაც თეირანი დაადანაშაულა ივნისში ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის დარღვევასა და ჰორმუზის სრუტეში სატვირთო გემებზე თავდასხმაში.
  • ირანმა, რომელიც მოითხოვს, რომ გემებმა მასთან შეთანხმებული მარშრუტით იმოძრაონ, განაცხადა, რომ შეერთებული შტატების მხრიდან დარტყმების განახლების გამო ჰორმუზის სრუტე ისევ დაკეტა.




ფორუმი

XS
SM
MD
LG