უკრაინაზე რუსეთის დარტყმების შედეგად სამოქალაქო მოსახლეობაში გამოწვეულმა მსხვერპლმა 2026 წლის ივნისში ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია 2022 წლის აპრილის შემდეგ.
გაეროს მისიამ, რომელიც უკრაინაში მონიტორინგს უწევს ადამიანის უფლებებს, 14 ივლისს მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა:
- 2026 წლის ივნისში უკრაინაში დაიღუპა სულ მცირე 293 მშვიდობიანი მოქალაქე და 1990 დაიჭრა.
- გაეროს მისიის თანახმად, ეს ერთი თვის პერიოდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ომის დაწყების წლის, 2022 წლის აპრილიდან.
გაეროს მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელ დანიელ ბელის განცხადებით, სამოქალაქო მოსახლეობის წინაშე არსებული რისკები სულ უფრო მასშტაბური ხდება.
ანგარიშის თანახმად:
- 2026 წლის პირველ ექვს თვეში უკრაინაში დაიღუპა 1396 სამოქალაქო პირი და დაიჭრა 7978.
- ეს 37%-ით მეტია წინა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდზე და 114%-ით მეტი 2024 წელთან შედარებით.
გაეროს მისიის ინფორმაციით, სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლის ზრდა ძირითადად, გამოწვეულია რუსეთის შორ მანძილზე დარტყმებით ფრონტის ხაზიდან მოშორებით მდებარე ქალაქებზე. ფრონტის ხაზთან ახლოს მდებარე რაიონებში მსხვერპლი ძირითადად, გამოწვეული იყო უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევების შედეგად.
სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლის აბსოლუტური უმრავლესობა უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ რაიონებზე მოდის. გაეროს მისიამ დოკუმენტურად დაადასტურა ოკუპირებული რაიონების სამოქალაქო მოსახლეობაში არსებული მსხვერპლიც, თუმცა მათი რაოდენობა 2025 წელთან შედარებით შემცირებულია.
ფორუმი