ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დედაქალაქში, საბურთალოს ქუჩაზე დაეჯახა. პოლიტიკოსმა კლინიკა რამდენიმე საათში დატოვა.
მოგვიანებით თავად ზურა ჯაფარიძემ სოციალურ სქელში დაწერა:
„სკუტერზე მანქანა დამეჯახა, კარგად ვარ მოტეხილობა არ მაქვს, დაჟეჟილობები მხოლოდ, ტვინის შერყევა მაქვს და რაღაცები არ მახსოვს, კლინიკაში ვარ კვლევებზე. პოლიცია მოვიდა, ამოვიღებთ კამერებსო. სად მოხდა, ვინ იყო, იქ რა მოხდა, არაფერი მახსოვს ჯერ. პ.ს. კეთილს და ბოროტს ისევ ვარჩევ რუსეთი რომ იტ&&ვნება, ეგეც მახსოვს“.
შემდეგ მან გამოაქვეყნა საავადმყოფოს პალატაში გადაღებული ვიდეოც, რომელშიც ჰყვება, რომ სკუტერით ნელი სვლით მიმავალს, გზა ჩაუჭრა ავტომობილმა, შეჯახების შემდეგ "ცოტა ხანს იფორთხა".
მას სახეზე დაზიანებები, ნაკაწრები ეტყობა და ხელი აქვს შეხვეული.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე საათში დაადგინა იმ კაცის ვინაობა, ვინც პოლიტიკოსს ავტომობილით დაეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე აღძრა სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით: კაცს, რომელიც ჯაფარიძეს დაეჯახა (ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიაყენა) ჯარიმა, შინაპატიმრობა ან სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
მასალა განახლდა 15 ივლისს, 17:15 საათზე, დამატებითი დეტალების გარკვევის შემდეგ.
ფორუმი