Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დრონებით შეტევა იყო ქალაქ ენგელსზე, სადაც რუსეთს სამხედრო აეროდრომი აქვს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ქალაქ ენგელსში მდებარე სამხედრო აეროდრომს დრონებით პირველად 2022 წლის დეკემბერში შეუტიეს.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ქალაქ ენგელსში მდებარე სამხედრო აეროდრომს დრონებით პირველად 2022 წლის დეკემბერში შეუტიეს.

16 ივლისს გამთენიისას აფეთქებები იყო რუსეთის სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში. ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკრაინული დრონებით შეტევის შესახებ განაცხადა.

სარატოვის ოლქის გუბერნატორ რომან ბუსარგინის მიერ სოციალური ქსელებით დილის ექვსი საათისთვის გავრცელებული ინფორმაციით, „ენგელსში დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, ადგილზე მუშაობს ყველა ოპერატიული სამსახური. წინასწარი მონაცემებით, დაშავებულები არ არიან“.

მონიტორინგის უკრაინული არხის, Exilenova+-ის და დამოუკიდებელი რუსული გამოცემა ASTRA-ს ინფორმაციით, დრონებით შეტევა იყო ენგელსის სამხედრო აეროდრომზე, რაც დასტურდება ადგილობრივ მცხოვრებთა მიერ გადაღებული და სოციალური ქსელებით გავრცელებული ფოტოებისა და ვიდეოკადრების ანალიზით.

ASTRA-ს ცნობით, ერთ-ერთი დრონი მოხვდა მრავალბინიან სახლს, რომელიც სამხედრო აეროდრომის ასაფრენი ზოლიდან დაახლოებით ორ კილომეტრში მდებარეობს.

  • ენგელსის საავიაციო ბაზაზე, საიდანაც რუსეთის არმია უკრაინას რაკეტებით ხშირად უტევს, დისლოცირებულია „ტუ-ს" ტიპის ბომბდამშენები და განთავსებულია მართვადი ავიაბომბების და ფრთოსანი რაკეტების საწყობები.
  • უკრაინის თავდაცვის ძალებმა ენგელსის აეროდრომს პირველად 2022 წლის დეკემბერში დაარტყეს. რამდენიმე შეტევა იყო 2025 წელს.
  • ქალაქ ენგელსში ნავთობის დიდი საცავიცაა, რომელსაც უკრაინის თავდაცვის ძალებმა არაერთხელ დაარტყეს.


ფორუმი

XS
SM
MD
LG