უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხუთშაბათს განაცხადა, რომ კვლავ განიხილავს თავდაცვის მინისტრის, მიხაილო ფედოროვის შემცვლელის კანდიდატურას.
ფედოროვის გათავისუფლებამ კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში ომის დროს იშვიათი საპროტესტო აქციები გამოიწვია.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი იჰორ კლიმენკო განსახილველ კანდიდატებს შორის
მხოლოდ ერთ-ერთია, დასძინა, რომ ამ საკითხს ხელახლა შეისწავლის და რომ პარლამენტში ოფიციალური წინადადებები ჯერ არ წარუდგენიათ.
უკრაინის ლიდერმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ არმიის ხელმძღვანელობას „ერთიანობისკენ“ მოუწოდა, მას შემდეგ, რაც კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების გამო.
ფედოროვსა და არმიის მეთაურ ალექსანდრ
სირსკის შორის კონფლიქტზე საუბრისას მან თქვა: „მე ძალიან მინდა ერთიანობა“.
მანამდე უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხაილო ფედოროვმა დაადასტურა კონფლიქტი შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან, გენერალ ოლექსანდრ სირსკისთან.
ფედოროვის განცხადებით, ნაცვლად იმაზე ფიქრისა, როგორ დაამარცხო რუსეთი, სირსკიმ „მოიფიქრა, როგორ გახლიჩოს ქვეყანა“.
მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთთან ომის დაწყების შემდეგ, 2022 წელს სირსკიმ უკრაინა არაერთხელ გადაარჩინა კიევის, ხარკოვისა და ხერსონის ოპერაციებით და შეუძლებელია ეს არ დააფასო.
მან პრობლემებად დაასახელა ინიციატივების დაბლოკვა, ბიუროკრატიული ბრძოლა თავდაცვის სამინისტროსა და გენერალურ შტაბს შორის და მუდმივი ტყუილი.
ევროკომისარმა თავდაცვის საკითხებში ანდრიუს კუბილიუსმა, რომელიც უკრაინის აქტიური მხარდამჭერია, უკრაინულ გამოცემა „ევროპეისკა პრავდას“ უთხრა, რომ ცნობები მთავრობიდან ფედოროვის წასვლის შესახებ, მისთვის „დიდი მოულოდნელობაა“. ევროკომისრის განცხადებით, მიხაილო ფედოროვთან ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობდნენ და ბევრსაც მიაღწიეს, მათ შორის თითქმის ყოველდღიურ დარტყმებს მოსკოვზე, პეტერბურგზე, ყირიმსა და ა.შ.
16 ივლისს დილით კიევში, ლვოვში, ოდესაში, ვინიცასა და სხვა ქალაქებში დაიწყო აქციები, რომელთა მონაწილეებმა მოითხოვეს, მიხაილო ფედოროვი დარჩეს თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე.
ფორუმი