„მათი [უფლებადამცველების] ამოცანა იმგვარი ვითარების შექმნაა, რომელიც ქვეყანას დააზიანებს − თუკი მიუსაფარი ცხოველების რაოდენობა ქუჩებში უკონტროლოდ გაიზრდება, მოიმატებს ადამიანებზე თავდასხმის და დაკბენის რისკიც, რაც უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და ტურიზმის კუთხით სერიოზულ გამოწვევად იქცევა“, - წერია განცხადებაში.
„ნეიტრალური საქართველოს“ გაუმართლებლად მიაჩნია ბიუჯეტის ფულით თავშესაფრების აშენება:
„როდესაც მილიონობით ლარი, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებას და ჩვენი ხალხის კეთილდღეობას შეიძლება მოხმარდეს, ძაღლების თავშესაფრების აშენებაში დაიხარჯება, თანაც ისე, რომ ამით პრობლემის აღმოფხვრა ვერ მოხდება და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფლება გარედან დაქირავებული აგენტურის შანტაჟს დაექვემდებარა“.
„ნეიტრალური საქართველო“, რომლის დამფუძნებლებიც არიან ბიძინა გიორგობიანი, გელა ნიკოლაიშვილი, ვატო შაქარიშვილი და ნანა კაკაბაძე, არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ გზავნილების გამტარები არიან, რიგ შემთხვევაში ხელისუფლების „დამხმარე რგოლის“ როლს ასრულებენ სხვადასხვა ინიციატივის ლობირებისას.
მაგალითად, 2025 წლის 17 მარტს სწორედ ვატო შაქარაშვილისა და ნანა კაკაბაძის სარჩელის საფუძველზე დააყადაღეს იმ საქველმოქმედო ფონდების ანგარიშები, რომლებიც აქციებზე დაკავებულებს ეხმარებოდნენ მსხვილი ფინანსური ჯარიმების გადახდაში.
რადიო თავისუფლების ამ სტატიაში წაიკითხავთ „ნეიტრალური საქართველოს“ იმ ინიციატივებზე, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ ხორცი შეასხა.
ფორუმი