Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა სანქციები დაუწესა კომპანიებს, რომლებიც დეტალებს აწარმოებენ "შაჰედებისთვის"

კიევის თავზე ჩამოგდებული ირანული წარმოების დრონის, "შაჰედის" ნაწილები. რუსეთში ის "გერანის" სახელწოდებით იწარმოება. კიევი, 14 დეკემბერი, 2022.
კიევის თავზე ჩამოგდებული ირანული წარმოების დრონის, "შაჰედის" ნაწილები. რუსეთში ის "გერანის" სახელწოდებით იწარმოება. კიევი, 14 დეკემბერი, 2022.

ევროკავშირმა სანქციები დაუწესა რუსულ კომპანიებს, რომლებიც „შაჰედის“ დრონების კომპონენტებს აწარმოებენ. ევროპული საბჭოს ვებსაიტის ცნობით, ახალი შეზღუდვები პასუხია რუსეთის მიერ კიევზე ივლისის დასაწყისში განხორციელებულ დარტყმებზე.

სანქციები დაუწესდა ABS Electro-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს, ირინა ხარისოვას და ჯგუფში შემავალ ხუთ კომპანიას.

ABS Electro ავითარებს და აწარმოებს ელექტრონულ და რადიოელექტრონულ კომპონენტებს, რომლებიც გამოიყენება „შაჰედის“ („გერანის“) დრონებში.

გარდა ამისა, ევროსაბჭომ აღნიშნა, რომ სანქცირებული ზოგიერთი ქარხანა ავტომატიზებულ მართვის სისტემებს აწარმოებს რუსეთის ენერგეტიკული სექტორისთვის.

სანქციების სიაში შესულ პირებს ეკრძალებათ ევროკავშირში შესვლა, მათი ევროპული აქტივები დაბლოკილია, ხოლო ევროპულ კომპანიებს ეკრძალებათ ამ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან საქმიანი ურთიერთობა.


ფორუმი

XS
SM
MD
LG