„ბრალდებულმა გიორგი კვიცარიძემ 2026 წლის 15 ივლისს, 15:30 საათზე, პირად სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით (რაც თავად აქვს მითითებული მიზეზად) შიმშილობა გამოაცხადა“, - აცხადებენ ციხის ადმინისტრაციაში და დამატებით დასძენენ, რომ ის გადაყვანილია მოშიმშილე პირებისთვის განკუთვნილ საკანში.
13 ივნისს „TV პირველმა“ გადაცემაში „ნოდარ მალაძის შაბათი“ გაავრცელა პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში პოლიციელების მხრიდან ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრები. მოძალადე პოლიციელები, რომლებიც ოთახში მყოფ მოქალაქეს წიხლებსა და მუშტებს ურტყამდნენ, მოითხოვდნენ ინფორმაციის მიწოდებას - „დროზე თქმას“.
გიორგი კვიცარიძის დედა ამბობს, რომ მისი შვილი ამ ვიდეოკადრების მოპოვების შემდეგ დააკავეს - „ნარკოტიკები ჩაუდეს“. „TV პირველს“ ქალმა უთხრა, რომ თუკი მისი შვილი კადრებს არ გაავრცელებდა, საპატიმრო წლებს შეუმცირებდნენ. მისივე ცნობით, არსებობს ათობით მსგავსი სხვა ფაილიც.
ფორუმი