Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"დიდება საქართველოს! დიდება უკრაინას!",“დიდება გმირებს!” - თბილისში შაბათის მარში გაიმართა

უწყვეტი აქციების 598-ე დღეს, შაბათის მარში საქართველოსა და უკრაინის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ გმირებს მიეძღვნა.
უწყვეტი აქციების 598-ე დღეს, შაბათის მარში საქართველოსა და უკრაინის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ გმირებს მიეძღვნა.

"დიდება საქართველოს! დიდება უკრაინას!", "დიდება გმირებს!", "გამარჯვება საქართველოს! გამარჯვება უკრაინას" – ამ შეძახილებით, 18 ივლისს, თბილისში, ტრადიციული შაბათის მარში გაიმართა.

მარში ამ კვირაში საქართველოსა და უკრაინის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ გმირებსა და რუსული ოკუპაციის დაგმობას მიეძღვნა.

18 ივლისს, უწყვეტი აქციების 598-ე დღეს, მარშის მონაწილეებმა მსვლელობა კვლავ ფილარმონიიდან დაიწყეს და რუსთაველის გამზირის გავლით, პარლამენტის შენობისკენ დაიძრნენ.

აქცია-მარშის მონაწილეებს დაკავებული ჰქონდათ საავტომობილო გზის ნაწილი.

თბილისში წვიმს. აქციები ნებისმიერ ამინდში იმართება.

შაბათის მარშების ტრადიციას 2025 წლის მიწურულს ჩაეყარა საფუძველი, როდესაც უწყვეტ პროტესტში ჩართულმა ადამიანებმა - შაბათობით გამართულ მარშებზე მიმდინარე პერიოდის მნიშვნელოვანი და საჭირბოროტო თემების შერჩევა და შესაბამისი მოთხოვნების წამოყენება თუ პროტესტისა თუ მხარდაჭერის დემონსტრირება დაიწყეს.

შაბათის მარშების პირველი თემა BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებას უკავშირდებოდა. პროტესტის მონაწილეები მოითხოვდნენ ობიექტურ გამოძიებას იმის დასადგენად, თუ რა ქიმიური ნივთიერებები გამოიყენა ხელისუფლებამ დემონსტრანტების წინააღმდეგ 2024-2025 წელს გამართულ ხალხმრავალ აქციებზე.

სხვადასხვა დროს აპროტესტებდნენ პოლიციელების მხრიდან ძალადობას თუ დაპატიმრებული კონკრეტული ადამიანების მიმართ მოპყრობას. პროტესტის მონაწილეები მხარს უჭერდნენ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებს, როდესაც ისინი ხელისუფლებისგან წამალს ითხოვდნენ.

უწყვეტი საპროტესტო აქციები დაიწყო საპარლამენტო არჩევნებიდან ერთ თვეში, 2024 წლის 28 ნოემბერს, როდესაც “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსის მქონე საქართველო ევროკავშირში გაწევრებისთვის აუცილებელ შემდეგ ნაბიჯის გადადგმას [გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება] დღის წესრიგიდან ხსნის, 2028 წლის ბოლომდე.


ფორუმი

XS
SM
MD
LG