Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისი-ბათუმის მატარებლის გასვლა შეფერხდა აქციებზე დაკავებულების ოჯახის წევრების ბანერების გამო

თბილისი-ბათუმის რეისი
თბილისი-ბათუმის რეისი

დედაქალაქიდან ბათუმის მიმართულებით მიმავალი მატარებელი თბილისის სადგურში დაახლოებით 20 წუთით შეაფერხეს. ამ მატარებლის ერთ-ერთი ვაგონით მგზავრობენ პროევროპულ აქციებზე სისხლის სამართლის წესით დაკავებული დემონსტრანტების ოჯახის წევრები.

იმის გამო, რომ ზოგიერთ მათგანს ხელში პლაკატი ეჭირა, ზოგს კი ფოტოგამოსახულებიანი მაისური ეცვა, დაცვის პოლიციის თანამშრომელმა საპატრულო ეკიპაჟის გამოძახება გადაწყვიტა.

„ბანერი აქვთო რაღაც“, - თქვა საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა, რომელიც რეაგირებისთვის გამოიძახეს.

„აი, ეს ჰქონდა დედას ჩამოკიდებული“, “ ეს პრობლამაა?!“ - უთხრეს მათ პოლიციას საპასუხოდ და მიუთითეს პლაკატებზე.

ამ პლაკტებითა და მაისურებით აქციაზე დაკავებული დემონსტრანტების ოჯახის წევრები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობენ და ადგილობრივ მოსახლეობას აცნობენ ინფორმაციას.

„გვთხოვეს რომ ეს ბანერები მოგვეხსნა... ცოტა ხანში გამოიძახეს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. ვუთხარით, რომ ჩვენ ვერავინ აგვიკრძალავდა ამ მაისურებით მგზავრობას“, - უთხრა რადიო თავისუფლებას პოლიტიკოსმა თეონა ჭალიძემ, რომელიც პატიმრების ოჯახის წევრებთან ერთად საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობს.

მატარებელი 10:10 საათზე უნდა გასულიყო. დაახლოებით 20 წუთის შემდეგ პოლიციამ გამოძახების გამო ოქმი შეადგინა და მემანქანეს გადაადგილების უფლება მისცა.

რადიო თავისუფლება ამ საკითხზე დაუკაშირდა საქართველოს რკინიგზისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურებს - მათგან პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG