Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ჭიღლაძის სასამართლო - ლაივბლოგი 21.07.2026

თელავის სასტუმრო „აგარანის მამულში“ ქორწილის სტუმრებსა და უცხოელ ქალებს შორის დაწყებული შელაპარაკება ძალადობაში გადაიზარდა - სოციალურ ქსელებში ატვირთულ ვიდეოში ჩანს, როგორ ურტყამს გიორგი ჭიღლაძე ქალს სახეში მუშტს.

11:32 21.7.2026

11:27 - გიორგი ჭიღლაძემ, გუშინ, 21 ივლისს გამოაქვეყნა წერილი იზოლატორიდან, სადაც ამბობს; მე გიორგი ჭიღლაძე ამჟამად ვიმყოფები გურჯაანის წინასწარი მოთავსების იზოლატორში. ჩემი ადვოკატები მარიამ დურგლიშვილი და ლაშა კაპანაძე მაწვდიან ყველა ინფორმაციას. მადლობას გიხდით გვერდში დგომისათვის. ვიბრძოლებ და ბოლომდე დავიცავ ჩვენს ღირსებას.

ვწუხვარ, რომ ამ ქალბატონმა დაზიანება მიიღო, მაგრამ ამის განზრახვა არ მქონია. ყველა ადამიანს შეიძლება კონფლიქტის დროს ჩადენილ ნებისმიერ უნებლიე ქმედებაც კი ძვირად დაუჯდეს ამიტომ, გთხოვთ და ყველას მოგიწოდებთ: ეცადეთ, არ წამოეგოთ პროვოკაციას და ნუ იმოქმედებთ თქვენი შეურაცხყოფით გამოწვეული წამიერი აღელვების ნიადაგზე.

11:31 21.7.2026

11:25 - პროკურორი ამბობს, რომ დაპირისპირების მიზეზი გახდა ურთიერთშელაპარაკება. დაზარალებულ ქალს მოტეხილი აქვს ცხვირი და აქვს თავის შერყევა.

“ჩადენილია ძალადობრივი განზრახი კატეგორიის დანაშაული”, - აცხადებს პროკურორი.

ის მოითხოვს გირაოს და ასრულებს შუამდგომლობას. “არასაპატიმრო გირაო”, - აზუსტებს ის. ეს ნიშნავს, რომ იქამდე სანამ 5000 ლარს არ გადაიხდის, გიორგი ჭიღლაძე იზოლატორს ვერ დატოვებს.

11:26 21.7.2026

11:25 - თელავში მომხდარი ინციდენტის გამო სამართალდამცავებმა გიორგი ჭიღლაძე დააკავეს. გამოძიება მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 3-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში, ქორწილის მიმდინარეობისას სასტუმროში დამსვენებელმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა სასტუმროს ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ პირებს და წყალი დაასხეს აპარატურას, რის შემდეგაც ბრალდებულმა ფიზიკური დაზიანება მიაყენა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს. დაშავებული, შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, კლინიკაში გადაიყვანეს.

11:26 21.7.2026

11:23 - ეთანხმებით თუ არა ბრალს? - ეკითხება მოსამართლე.

გიორგი ჭიღლაძე: თუ მაქვს უფლება პოზიცია არ დავაფიქსირო, გამოვიყენებ ამ უფლებას.

ადვოკატები ეხმარებია და ამატებენ, რომ იმ პოზიციაზე რჩება, რაც დაკითხვის ოქმში წერია. ანუ ფაქტს აღიარებს.

ჩამოტვირთე მეტი

ფორუმი

XS
SM
MD
LG