11:16 - სხდომა გაიხსნა. საქმეს განიხილავს მოსამართლე თამარ კაპანაძე.
11:16 - პროკურორი: ლაშა ნათელაური, ადვოკატი: ლაშა კაპანაძე… ბრალდებული: გიორგი ჭიღლაძე.
11:17 - ჭიღლაძე სამმა პოლიციელმა მოიყვანა. დარბაზში არიან დამსწრეებიც.
11:19 - რა მოხდა მოკლედ: თელავის სასტუმრო „აგარანის მამულში“ ქორწილის სტუმრებსა და უცხოელ ქალებს შორის დაწყებული შელაპარაკება ძალადობაში გადაიზარდა - სოციალურ ქსელებში ატვირთულ ვიდეოში ჩანს, როგორ ურტყამს გიორგი ჭიღლაძე ქალს სახეში მუშტს.
18 ივლისს, თელავში, სასტუმრო „აგარანის მამულში“ გამართული ქორწილი სტუმრებსა და სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის დაპირისპირებით დასრულდა. ისინი რუსეთიდან იყვნენ ჩამოსულები.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში, რომლის პირველივე კადრზეა წარწერა რუსულად - „საქართველოში კაცები ნომერში უვარდებიან გოგოებს და სცემენ მათ რუსულად საუბრის გამო“ - ჩანს, როგორ ურტყამს კაცი ქალს სახეში მუშტს.
პოლიციამ იმავე დღეს გიორგი ჭიღლაძე დააკავა, იულია ნესტერიუკი კი კლინიკაში გადაიყვანეს.
ფორუმი