Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერცი: ვრცლად ვესაუბრე აზერბაიჯანის პრეზიდენტს ენერგეტიკის სფეროში კავშირების გაღრმავებაზე

ფოტოზე: აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის (მარცხნივ) და გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის პრესკონფერენცია ბერლინში. 21 ივლისი, 2026 წელი
ფოტოზე: აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის (მარცხნივ) და გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის პრესკონფერენცია ბერლინში. 21 ივლისი, 2026 წელი

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა 21 ივლისს, ბერლინში აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ვიზიტისას, მასთან ვრცელი საუბარი გამართა. საუბრის თემა, კანცლერის თქმით, იყო ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხში თანამშრომლობის გაძლიერება.

„ჩვენ ვაპირებთ გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა - განსაკუთრებით ენერგეტიკის სექტორში - მომდევნო წლებში. გერმანიის პერსპექტივიდან გამომდინარე, ჩვენ დიდი ინტერესი გვაქვს ჩვენი იმპორტის დივერსიფიკაციაში, კერძოდ, გაზის იმპორტის“, - განაცხადა მერცმა. მერცის თქმით, ალიევთან შეთანხმდენ შეიქმნას გერმანულ-აზერბაიჯანული ეკონომიკის საბჭო.

მერცის და ალიევის შეხვედრამდე, 20 ივლისს, ემიგრაციაში მყოფმა აზერბაიჯანელმა რეჟისორმა, „დაუმორჩილებელი ოთახის თეატრის“ (ADO) დამფუძნებელმა, ელმინ ბადალოვმა, ევროპის ინსტიტუტებსა და სახელმწიფოთა მეთაურებს ღია წერილით მიმართა. იგი ევროპას მოუწოდებს, ეკონომიკური და სტრატეგიული ინტერესებისთვის არ დახუჭოს თვალი აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დარღვევებზე.

აზერბაიჯანში პოლიტიკური უფლებები მნიშვნელოვნად შეზღუდულია. სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგში, მათ შორის Freedom House-ის ანგარიშებში, აზერბაიჯანი ერთ-ერთ ყველაზე არათავისუფალ ქვეყნადაა მიჩნეული.

ფორუმი

XS
SM
MD
LG