„საფრანგეთი ირანის ხელისუფლებისგან მოელის, რომ ნათელს მოჰფენს ამ ინციდენტს, დასჯის დამნაშავეებს და უზრუნველყოფს მისი შენობებისა და პერსონალის უსაფრთხოებას, თავისი საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად“, - განაცხადა სამინისტრომ.
ირანსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობა დაძაბულია. პარიზმა მკაცრი პოზიცია დაიკავა სანქციების მოხსნის შესაძლებლობასთან დაკავშირებით, თუ ირანი და აშშ შეთანხმებას მიაღწევდნენ.
თუმცა დიდი ბრიტანეთისა და გერმანიისგან განსხვავებით, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რამდენჯერმე ესაუბრა თავის ირანელ კოლეგას.
ფორუმი