Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ და აშშ-მა ხელი მოაწერეს შეთანხმებას დრონების სფეროში თანამშრომლობაზე

უკრაინის საზღვაო დრონი MAGURA V5
უკრაინის საზღვაო დრონი MAGURA V5

უკრაინამ და აშშ-მა ხელი მოაწერეს ორმხრივ შეთანხმებას, რომელიც შესაძლებელს ხდის უკრაინაში წარმოებული დრონების ექსპორტს აშშ-ში მათი სამხედრო გამოცდისთვის.

ამ ცნობას ავრცელებს რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ვაშინგტონში, ალექს რაუფოღლუ, შეთანხმების დეტალებში გარკვეულ ორ წყაროზე დაყრდნობით.

დოკუმენტი საფუძველს ქმნის ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობისთვის უპილოტო საფრენი აპარატების სფეროში. წყაროთა ცნობით, ეს ასეთი ტიპის პირველი შეთანხმებაა.

მოელიან, რომ შეთანხმება შექმნის ოფიციალურ გზას უკრაინის სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო უპილოტო აპარატების ექსპორტისთვის აშშ-ში, მათ გამოსაცდელად და შესაფასებლად. ამან შესაძლოა პენტაგონის შესყიდვების სამომავლო საჭიროებებზეც იქონიოს გავლენა.

საკუთრივ შეთანხმება არ ითვალისწინებს წარმოების კონტრაქტს, თუმცა მას აღიქვამენ პირველ კონკრეტულ ნაბიჯად უფრო ფართომასშტაბიანი თანამშრომლობისკენ, რასაც შესაძლოა მოჰყვეს უკრაინაში შემუშავებული საბრძოლო დრონების ერთობლივი წარმოება აშშ-ის მიწაზე.


ფორუმი

XS
SM
MD
LG