Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო მსხვილი ბიზნესცენტრი ხდება, მალე დავბრუნდები - ტელეგრამის შემქმნელი დუროვი

პაველ დუროვი, რომელიც ივნისში საქართველოში იყო, ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას აქებს და წერს: „მალე დავბრუნდები“.
პაველ დუროვი, რომელიც ივნისში საქართველოში იყო, ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას აქებს და წერს: „მალე დავბრუნდები“.

ტელეგრამის დამფუძნებელი პაველ დუროვი საქართველოში ვიზიტიდან ერთი თვის თავზე წერს, რომ ქვეყანა „მსხვილი ბიზნესჰაბი“ ხდება და მას უწოდებს „არასათანადოდ დაფასებულ ადგილს“. მისი თქმით, საქართველოში დაბრუნდება.

„საქართველო მსხვილი ბიზნესცენტრი ხდება. ქვეყნის ეკონომიკა 5 წელიწადში გაორმაგდა და წელიწადში 8%-ით იზრდება. საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიები 0%-იან კორპორაციულ გადასახადს იხდიან და დივიდენდებსა და ხელფასებზე მხოლოდ 5%-ს“, - წერს ის X-ზე.

მისი თქმით, საქართველო არ არის „სათანადოდ დაფასებული, როგორც ტურისტული მიმართულება და ადგილი, სადაც ბიზნესის კეთებაა შესაძლებელი“.

ტელეგრამზე გავრცელებულ პოსტში დუროვი დასძენს, რომ საქართველოში ვიზიტს კვლავ გეგმავს - „ძალიან მალე“.

მის პოსტზე კომენტარებში ქართველი მომხმარებლების ნაწილი აღნიშნავს, რომ ბიზნესმენი არაფერს ამბობს „ქართული ოცნების“ მმართველობის ნაკლოვან მხარეებზე.

  • მთაწმინდის პარკი, „სტამბა“, „პარაგრაფის“ რესტორანი თბილისში, ბათუმის სანაპირო - ეს ის ადგილებია, სადაც ერთ-ერთი ყველაზე უჩინარი და საკამათო რუსი მილიარდერი ბიზნესმენი პაველ დუროვი შეამჩნიეს.
  • ყველა ეს კადრი სოციალურ ქსელებში 25 ივნისს გავრცელდა.
  • უმეტესობა დუროვს იცნობს, როგორც სოციალური ქსელის „ვკონტაქტეს“ და ტელეგრამის შემქმნელს, ზოგი კი - როგორც ასზე მეტი ბავშვის ბიოლოგიურ მამას.

„ბატონი დუროვი არის ბიზნესმენი. მას ვერ ექნება ოფიციალური ვიზიტი. ჩვენთვის მისასალმებელია ნებისმიერი წარმატებული მეწარმის ვიზიტი საქართველოში. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით ამას“, - განუცხადა „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG