ინფორმაცია თავდაპირველად სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში მომუშავე ადგილობრივმა გამოცემა TOK2REGIONS-მა გაავრცელა.
მეწყერმა თითქმის მთლიანად მოიყოლა საცხოვრებელი სახლების ნაწილი.
„შიგნით თითქმის ყველაფერი გაფუჭებულია“, - ამბობს ახალგაზრდა კაცი.
გამოცემა ადგილობრივებზე დაყრდნობით წერს, რომ მეწყერი 2025 წელსაც იყო, თუმცა:
- გასულ წელთან შედარებით წელს მეწყერმა უფრო დიდი რაოდენობის ქვა-ღორღი და სხვა ნარჩენები ჩამოიტანა;
- უფრო მეტი ტერიტორია და სახლები დააზიანა;
- დაზიანებულია ავტომობილებიც.
გამოცემის ინფორმაციითვე, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილობრივები გამოცემას ეუბნებიან, რომ ადგილზე მძიმე ტექნიკა იყო მიყვანილი და ტერიტორიის ნაწილი გაიწმინდა.
ფორუმი