Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუმინეთის არმიის F-16-მა პირველად ჩამოაგდო ქვეყნის საჰაერო სივრცეში შესული დრონი

ავიაგამანადგურებლები F-16 რუმინეთის საჰაერო სივრცეში(ფოტო არქივიდან)
ავიაგამანადგურებლები F-16 რუმინეთის საჰაერო სივრცეში(ფოტო არქივიდან)

რუმინეთის არმიის გამანადგურებელმა F-16-მა რაკეტით ჩამოაგდო ქვეყნის საჰაერო სივრცეში შესული უპილოტო საფრენი აპარატი. ინციდენტი 24 ივლისს დილით მოხდა.

  • 24 ივლისს უკრაინის ოდესის ოლქის იზმაილის რაიონზე, რომელიც რუმინეთს ესაზღვრება, რუსეთის მორიგი მასირებული შეტევა მიმდინარეობდა.

რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო სივრცეში შესული დრონი დაბა პადინის მახლობლად, დაუსახლებელ რაიონში ჩამოაგდეს.

რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა განაცხადა, რომ უპილოტო საფრენი აპარატი დაუსახლებელ რაიონში იმყოფებოდა, ამიტომ მისი ჩამოგდება სარისკო არ ყოფილა. მიმდინარეობს ინციდენტის გამოძიება.

  • ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა რუსეთსა და უკრაინას შორის საბრძოლო მოქმედებებისას დრონებმა რუმინეთის ტერიტორიაზე შეაღწიეს, თუმცა პირველია, როცა რუმინეთის არმიის გამანადგურებელმა დრონი ჩამოაგდო.
  • 29 მაისს უკრაინაზე რუსული უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევისას ერთ-ერთი დრონი რუმინეთის საჰაერო სივრცეში შევიდა და ქალაქ გალაცში შეეჯახა მრავალბინიანი სახლის სახურავს. დაშავდა ორი ადამიანი.
  • რუმინეთში ნატოს საავიაციო ბაზა მდებარეობს.





ფორუმი

XS
SM
MD
LG