Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„არეალი არ იყო საქართველო“ - ეროვნული ბანკი სანქცირებულ კომპანიებში 3 ქართული VASP-ის მოხვედრაზე 

ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს.
ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს.

საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების 21-ე პაკეტში მოხვედრილი სამი ქართული კომპანია (შპს „ეიაიფორი“, შპს „აბცექსი“ და შპს „რაპირა გრუპი“), მათი რეგულირების სფეროში არ ექცევა.

ბანკი ორ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას:

  • ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებულ ამ კომპანიებს (Virtual Asset Service Provider) შესაბამისი საქმიანობის ნებართვა ბანკიდან არ აქვთ მიღებული;
  • სანქცირებული კომპანიები საქართველოში არ საქმიანობენ.

2026 წლის 23 ივლისს ევროკავშირმა გამოაქვეყნა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი. ჩამონათვალში მოხვდა საქართველოში არსებული ყულევის პორტი დათქმით და ასევე - 14 კრიპტოვალუტების სერვისის პლატფორმა, რომლებიც ფუნქციონირებდნენ საქართველოში, პანამაში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, მარშლის კუნძულებზე, ყირგიზეთსა და ბელარუსში.

„ევროსკოპმა“ ევროკომისიის პრესსპიკერს, შიბონ მაკგარს, ჰკითხა სანქცირებულ კრიპტოკომპანიებზე.

„ინდივიდუალურად შევიყვანეთ სიაში გარკვეული პლატფორმები, რომლებიც სისტემატურად გამოიყენებოდა სანქციებისთვის გვერდის ავლისა და რუსეთის მიერ თანხების გადასარიცხად. ჩვენ გვსურს, წერტილი დავუსვათ ასეთ ქმედებებს“, - უპასუხა ევროკომისიის პრესსპიკერმა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG