თეთრი სახლი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის დაგეგმილ შეხვედრას ადასტურებს. ინფორმაციას Reuters-ი თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი ცნობით, აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა სამშაბათს, 28 ივლისსაა დაგეგმილი.
წყაროს თქმით, უკრაინელი და ამერიკელი ოფიციალური პირები ჰაერში ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას განიხილავენ, რომლის წარდგენასაც რუსული მხარისთვის გეგმავენ.
აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ვოლოდიმირ ზელენსკი სენატორი ლინდსი გრემის დაკრძალვას დაესწრება.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 22 ივლისს ელაპარაკა აშშ-ის პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს. ეს ცნობა გაავრცელა გამოცემა Axios-ის კორესპონდენტმა, შემდეგ ინფორმაცია თავად ზელენსკიმაც დაადასტურა.
უკრაინის პრეზიდენტის სიტყვებით, გაიმართა "მნიშვნელოვანი საუბარი იმაზე, თუ როგორ უნდა გააქტიურდეს დიპლომატია და მოახლოვდეს მშვიდობა". ზელენსკიმ დასძინა, რომ უკრაინის და აშშ-ის ჯგუფები მჭიდრო კონტაქტს ინარჩუნებენ და აგრძელებენ მუშაობას განხილვის პროცესში მყოფ საკითხებზე.
ფორუმი