გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში სირიის დედაქალაქ დამასკში იმყოფება. ეს არის გაეროს გენერალური მდივნის პირველი ვიზიტი15 წლის შემდეგ ახლო აღმოსავლეთის ამ ქვეყანაში, რომელსაც დროებითი მთავრობა მართავს პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის დამხობის შემდეგ.
გუტერეშმა განაცხადა, რომ დამასკში სოლიდარობის ვიზიტით იმყოფებოდა. იქ ის შეხვდა დროებით პრეზიდენტ აჰმად ალ-შარაას და საგარეო საქმეთა მინისტრ ალ-შაბანის.
გუტერეშმა ასევე მოინახულა საიდნაიას სამხედრო ციხე, სადაც სირიის რეჟიმი პატიმრებს აწამებდა და ბევრი დაიღუპა ასადის მმართველობის დროს.
გუტერეშის თქმით, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მზადაა მხარდაჭერა გაუწიოს სირიაში არჩევნებსა და ახალ კონსტიტუციაზე პოლიტიკურ გადასვლას, ასევე ასადის მმართველობის წლების სამართლებრივ გადამუშავებას.
სირიაში სამდღიანი ვიზიტის დროს, გაეროს გენერალური მდივანი ასევე გეგმავს შეხვედრას სამოქალაქო საზოგადოებისა და ქალთა უფლებებისთვის მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
ფორუმი