Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა რუსეთის წარმომადგენელი გამოიძახა, რუმინეთის საჰაერო სივრცის დრონებით დარღვევის გამო

ევროკავშირმა რუსეთის წარმომადგენელი გამოიძახა, რუმინეთის საჰაერო სივრცის დრონებით დარღვევის გამო, 2026 წლის 28 ივლისი
ევროკავშირმა რუსეთის წარმომადგენელი გამოიძახა, რუმინეთის საჰაერო სივრცის დრონებით დარღვევის გამო, 2026 წლის 28 ივლისი

საგარეო კავშირების ევროპულმა სამსახურმა გამოიძახა ბრიუსელში რუსეთის დიპლომატიური სამსახურის ხელმძღვანელი. ამის მიზეზად ევროკავშირის ხელმძღვანელობამ დაასახელა გასულ კვირაში რუსეთის უპილოტო საფრენი აპარატების მიერ რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევა.

საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის პრესსამსახურის განცხადებით, ევროკავშირმა მკაცრად დაგმო "რუმინეთის საჰაერო სივრცის განზრახ დარღვევა". პრესსამსახური მომხდარს უწოდებს "უგუნურ ნაბიჯს", რომელიც წარმოადგენს რუსეთის მხრიდან ვითარების "უაღრესად სერიოზულ ესკალაციას და საფრთხეს უქმნის ევროკავშირის მოქალაქეების უშიშროებას, რეგიონალურ სტაბილურობას და სხვა ქვეყნებს".

კალასმა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შესთავაზა დამატებითი სანქციების შემოღება, დრონების შეჭრის გამო, ასევე რუსეთის დარტყმისთვის, რომლის შედეგადაც გასულ კვირაში უკრაინის აღმოსავლეთში, სლავიანსკში დაზიანდა ლატვიის საპატიო საკონსულოს ნაგებობა.

27 ივლისს რუმინეთმა განაცხადა, რომ ქვეყნიდან აძევებს ბუქარესტში რუსეთის საელჩოს თანამშრომელს, ხოლო მოსკოვიდან რუმინეთის ელჩი გაიწვიეს კონსულტაციებისთვის. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ მოსკოვი დიპლომატის გაძევებას შესაბამის პასუხს გასცემს.

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებაში აღნიშნავდა, რომ რუსეთის ელჩს, რომელიც უწყებაში გამოიძახეს, გადასცეს რუმინეთის თავზე ჩამოგდებული ერთი დრონის ნატეხები.

რუსეთის ხელისუფლება ზედიზედ სამი ღამის განმავლობაში, 24-დან 26 ივლისამდე იუწყებოდა ქვეყნის სივრცეში დრონების შეღწევის თაობაზე. სამივე დრონი ჩამოაგდეს რუმინეთის F-16-ის ტიპის გამანადგურებლებმა - პირველად მას მერე, რაც რუსეთი სრული მასშტაბით შეიჭრა უკრაინაში.

ნგრევის და დაშავებულების თაობაზე ინფორმაცია არ არის. გამოძიებამ დაადგინა, რომ ერთ-ერთი უპილოტო აპარატი იყო "შაჰედის" ტიპის რუსული დრონი. ხელისუფლება ფიქრობს, რომ დანარჩენი ორი დრონიც რუსულია. ამ სამი დღის განმავლობაში რუსეთი დარტყმებს ახორციელებდა უკრაინის ოდესის ოლქზე, რომელიც რუმინეთს ესაზღვრება.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სამშაბათს განაცხადა, რომ რუმინეთის ტერიტორიაზე დრონებთან დაკავშირებული ამბის ყველა გარემოების დადგენა შესაძლებელი იქნება ყველა მხარის მონაწილეობით ჩატარებული, დეტალური გამოძიებით.

ფორუმი

XS
SM
MD
LG