Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ დრონებით დაარტყა რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას პერმში

„ლუკოილ-პერმნეფტეორგსინტეზი“ უკრინული დრონების იერიშის შემდეგ. პერმი, 29 ივლისი, 2026.
„ლუკოილ-პერმნეფტეორგსინტეზი“ უკრინული დრონების იერიშის შემდეგ. პერმი, 29 ივლისი, 2026.

უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით დაარტყა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას პერმში. ამის შესახებ 29 ივლისს განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა დმიტრი მინოხინმა.

მისი სიტყვებით, რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოგადეს სამრეწველო საწარმოსთან მიახლოებისას. როგორც გამოცემა Astra და უკრაინული სამონიტორინგო ტელეგრამის არხი Exilenova+ წერენ თვითმხილველთა ფოტოებზე დაყრდნობით, დრონებმა დაარტყეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა „ლუკოილ-პერმნეფტეორგსინტეზს“. პერმის ქარხანაზე დარტყმის შესახებ კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც. მისი თქმით, ეს არის უკრაინის „შორი დარტყმების სანქციათა“ გაგრძელება. „რუსეთმა უნდა იგრძნოს, რომ ამ ომის ყოველი დღეს მას სულ უფრო მეტი დაუჯდება“, თქვა მან.

„პერმნეფტეორგსინტეზი“ რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის საწარმოა. ის ქვეყნის ათ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შორისაა. ამავე დროს ის „ლუკოილის“ სიმძლავრით მეორე ქარხანაა.

Reuters-ის თანახმად, მაისის დამდეგს განხორციელებული წინა თავდასხმის შემდეგ საწარმომ დროებით სრულად შეწყვიტა ნავთობპროდუქტების გამოშვება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG