Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა, სავარაუდოდ, წელს პირველად გამოიყენა ჩრდილოეთ კორეის რაკეტა უკრაინაზე სასიკვდილო დარტყმის დროს

რუსეთის არმიის დარტყმის შედეგად გამოწვეული ნგრევა რადუშნოში, კრივოი როგის მახლობლად, 2026 წლის 30 ივლისი
რუსეთის არმიის დარტყმის შედეგად გამოწვეული ნგრევა რადუშნოში, კრივოი როგის მახლობლად, 2026 წლის 30 ივლისი

ორი წყაროს ცნობით, რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ კრივოი როგთან ახლოს ღამით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, რომლის დროსაც ერთი ოჯახი დაიღუპა, სავარაუდოდ, ჩრდილოეთ კორეის რაკეტა იქნა გამოყენებული.

თუ ეს დადასტურდა, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ასეთი იარაღი ომში თითქმის ერთი წლის განმავლობაში იქნა გამოყენებული.

ერთ-ერთი წყაროს თქმით, რუსეთმა ადრეც დაუშინეს ჩრდილოეთ კორეის რაკეტები უკრაინაში სამიზნეებს, მაგრამ მათი გამოყენება ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მიუთითებს, რომ მოსკოვს იარაღის ახალი ტიპი აქვს, რომლის გამოყენებაც შეუძლია ახლა,როცა უკრაინაზე სარაკეტო იერიშებს აძლიერებს.

დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ოლექსანდ განჟას ინფორმაციით, 30 ივლისს სარაკეტო შეტევის შედეგად

კრივოი-როგის რაიონში დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის 6 წლის გოგო და 11 და 17 წლის ბიჭები და დაიჭრა 8, რომელთაგან ერთის, 84 წლის ქალის მდგომარეობა მძიმეა. ამავე ოლქის ნიკოპოლის რაიონში რუსული დრონებით შეტევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
უკრაინაზე რუსული რაკეტებითა და დრონებით მასირებული შეტევისას, რომელსაც უკრაინის თავდაცვის ძალები იგერიებდნენ, ნატოს და ევროკავშირის წევრი პოლონეთის ტერიტორიაზე

ჩამოვარდა და აფეთქდა საჰაერო ობიექტი. პოლონეთის პრემიერმინისტრის, დონალდ ტუსკის თქმით, აღმოსავლეთ პოლონეთში ღამით ჩამოვარდნილი ობიექტი, როგორც ჩანს, რუსული რაკეტაა.



ფორუმი

XS
SM
MD
LG