Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

9 დაღუპული, 20-ზე მეტი დაშავებული - კიევზე გამთენიას ისევ შეტევა იყო

1-ელ აგვისტოს ღამით, კიევზე რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმების შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 28-მ დაზიანებები მიიღო - უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, თავდასხმას ხანძარი და ნგრევა მოჰყვა დედაქალაქის 5 რაიონში.

სოლომიანსკის რაიონში დაღუპულია 2 ადამიანი. 8 დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია.

ნაწილობრივ დაინგრა 5-სართულიანი საცხოვრებელი სახლი, ცეცხლი გაუჩნდა ავტოსადგომზე მდგარ ავტომობილებს. 3 ადამიანს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. ამ ეტაპზე ხანძარი ჩამქრალია.

გასულ ღამით დაზარალდა დარნიცკის რაიონიც, სადაც სარაკეტო შეტევას ხანძარი და ნგრევა მოჰყვა - ამჯერად აფეთქება მოხდა ადმინისტრაციულ შენობაში.

ამავე რაიონში სხვა მისამართზე დაიწვა ავტომობილები და დაზიანდა სახლები. ამ რაიონში თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 14 დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვია.

დნიპროს რაიონში დაზიანდა მაღაზია, პეჩერის რაიონში კი – ოთხი კერძო საცხოვრებელი სახლი და სამეურნეო ნაგებობები.

მოგვიანებით მაშველებმა განაცხადეს, რომ რუსული დაბომბვის შედეგად კიევში დაშავებულთა რაოდენობა 27 ადამიანამდე გაიზარდა, მათ შორის 4 ბავშვია.

დილის 07:30 საათის შემდეგ კი კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ აღნიშნა, რომ დაშავებულთა რაოდენობამ 28-ს მიაღწია.

უკრაინული მედია წერს, რომ რუსეთმა კიევს 20-ზე მეტი რაკეტა ესროლა - მათ შორის იყო ბალისტიკური და ჰიპერბგერითი ფრთოსანი რაკეტები.

ფორუმი

XS
SM
MD
LG