პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც აწესებს შეზღუდვებს საზღვარგარეთ მცხოვრები რუსებისთვის, რომლებიც დაუსწრებლად არიან გასამართლებულნი სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის. დოკუმენტი ძალაში შევიდა ხელმოწერისთანავე.
ინიციატივა უკრძალავს პოლიტიკურ ემიგრანტებს უცხოური პასპორტების მიღებას და საელჩოებში საკონსულო მომსახურებით სარგებლობას. გარდა ამისა, მათ ჩამოერთმევათ რუსეთში ქონებისა და სახსრების განკარგვის უფლება.
კანონი ასევე ითვალისწინებს საბანკო ანგარიშების გაყინვას და მობილურ საბანკო აპლიკაციებზე წვდომის შეზღუდვას, რათა შეუძლებელი გახდეს ფულადი ტრანზაქციები. რუსეთში გამომუშავებული და მიღებული ყველა თანხა - მაგალითად, პენსიები, ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირებისგან გადახდები - გადაირიცხება სპეციალურ რუბლის ანგარიშზე, საიდანაც მხოლოდ სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმების გადახდა იქნება შესაძლებელი. თუმცა, რუსეთიდან წასული და საკუთარი შემოსავლის წყაროს არმქონე პირების ახლო ნათესავებს შეიძლება დაენიშნოთ ყოველთვიური დახმარება გაყინული სახსრებიდან.
კანონპროექტი სახელმწიფო სათათბიროში პირველი მოსმენით 2025 წლის დეკემბერში წარადგინეს და იმავე თვეში პირველი მოსმენით მიიღეს. Current Time-მა ის დეტალურად გააანალიზა. „პერვი ოტდელის“ უფლებადამცველებმა ამ ცვლილებებს უწოდეს „კანონი მოქალაქეობის ფაქტობრივი ჩამორთმევის შესახებ“.
22 ივლისს კანონპროექტი რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მეორე და მესამე მოსმენით მიიღო. იურისტმა ვალერია ვეტოშკინამ განმარტა, თუ რა უნდა გააკეთონ რუსებმა, რომლებზეც შესაძლოა ახალი შეზღუდვები დაზარალდეს.
ფორუმი