„[ობიექტის] გახსნა აშშ-სა და სომხეთს შორის მზარდი პარტნიორობის ხელშესახები მაგალითია, რომელიც ეფუძნება 2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონის სამშვიდობო სამიტის იმპულსს და იქ ხელმოწერილ სამ მნიშვნელოვან მემორანდუმს აშშ-სა და სომხეთს შორის, მათ შორის შეთანხმებას ხელოვნური ინტელექტისა და ნახევარგამტარების მხრივ ინოვაციების წახალისების შესახებ“.
სომხეთში აშშ-ის საელჩოს განცხადებით, „ოთხი მილიარდი დოლარის ინვესტიცია სომხეთში უახლესი ამერიკული ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას შემოიტანს“.
10 აგვისტოს X-ზე გავრცელებული განცხადების თანახმად, ეს ინვესტიცია „ხელს უწყობს ქვეყნის, როგორც რეგიონული ცენტრის პოზიციონირებას მონაცემთა ცენტრების, cloud-ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით“.
გახსნის ცერემონია ჰრაზდანში
- 2026 წლის 8 აგვისტოს სომხეთში, ქალაქ ჰრაზდანში გაიხსნა AI-ინფრასტრუქტურის ცენტრი, რომელიც, დამფუძნებლების განცხადებით, დსთ-ის რეგიონში ამ ტიპის ყველაზე დიდი ობიექტია.
- ამერიკული გიგანტის, NVIDIA-ს განცხადებით, აღნიშნული AI-ქარხანა კომპანია Firebird-მა ააშენა NVIDIA-ს ტექნოლოგიებისა და Dell Technologies-ის ინფრასტრუქტურის გამოყენებით.
Firebird-ის გეგმების მიხედვით, 2027 წლის ბოლომდე სომხეთში ხელოვნური ინტელექტისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურის სიმძლავრის 300 მეგავატამდე გაზრდა იგეგმება.
კომპანია Firebird-ის თანადამფუძნებლის, ალექსანდერ ესაიანის განცხადებით, Firebird-ის სამომავლო გლობალური გეგმა კი დაახლოებით 2 გიგავატი სიმძლავრის AI-ინფრასტრუქტურის შექმნას ითვალისწინებს.
კომპანიის ფოკუსში სომხეთთან ერთად ყაზახეთი და სხვა განვითარებადი ბაზრებიც შედის.
აშშ-სომხეთის პარტნიორობა
- 20226 წლის თებერვალში სომხეთსა და აზერბაიჯანში 3-დღიანი ტურნე გამართა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა;
- ვენსმა და ფაშინიანმა ერევანში ხელი მოაწერეს შეთანხმებას სამოქალაქო ბირთვული ენერგიის სექტორში თანამშრომლობის შესახებ, რაც სომხეთს შესაძლებლობას აძლევს, შეიძინოს თანამედროვე ტექნოლოგიები აშშ-სგან: საწყის ეტაპზე - აშშ-დან 5 მილიარდ დოლარამდე მოცულობის ექსპორტი; ხოლო შემდეგ, გრძელვადიანად - კიდევ 4 მილიარდი დოლარის კონტრაქტები - ბირთვულ საწვავსა და ტექნიკურ მომსახურებაზე.
- ამავე ვიზიტის დროს გაირკვა, რომ სომხეთმა მიიღო თანხმობა NVIDIA-ის წარმოების მძლავრი ჩიპების მორიგი პარტიის შემოტანისთვის. ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ასეთი ჩიპები არ აქვს მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობას.
- სომხეთმა და აშშ-მა 2025 წლის 14 იანვარს გააფორმეს სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტი - სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია - და შექმნეს სტრატეგიული პარტნიორობის კომისია.
ფორუმი