Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოლუმბიაში მსხვერპლის რიცხვი იზრდება - ამ დროისთვის მინიმუმ 111 ადამიანია დაღუპული

კოლუმბია მიწისძვრის შემდეგ. 10 აგვისტო, 2026 წელი
კოლუმბია მიწისძვრის შემდეგ. 10 აგვისტო, 2026 წელი

კოლუმბიაში ძლიერ მიწისძვრას სულ ცოტა 111 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ განაცხადა კოლუმბიის პრეზიდენტმა ებლარდო დე ლა ესპრიელამ.

მოსალოდნელია დაღუპულების რიცხვის ზრდა. ვარაუდობენ, რომ ნანგრევებში მეტი ადამიანია მოყოლილი.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 27 ადამიანია დაღუპული პერეირაში, სამი - მანიზალესში, ერთი - ქუიბდოში, ერთი - მედელინში, ოთხი - ჩოკოს პროვინციაში და 28 ვალიე დელ კაუკას რეგიონში.

ორშაბათს, 10 აგვისტოს კოლუმბიის მთავრობამ ეროვნული კატასტროფის მდგომარეობა გამოაცხადა.

ეს მთავრობას აძლევს განსაკუთრებულ უფლებამოსილებას საგანგებო ვითარებაში სამოქმედოდ, მათ შორის - ფინანსების გამოსაყოფად.

მიწისძვრის ეპიცენტრი წყნარი ოკეანის სანაპიროზე, ჩოკოს პროვინციაში მდებარე სოფელ სან ხოსე დელ პალმართან იყო.

10 აგვისტოს კოლუმბიაში მომხდარი მიწისძვრა, ქვეყნის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, 7.4 მაგნიტუდის იყო.

ფორუმი

XS
SM
MD
LG