Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 34 წელი გავიდა

სოხუმი
სოხუმი

34 წლის წინ, 1992 წლის 14 აგვისტოს, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამხედრო დაპირისპირება დაიწყო.

ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო საბჭომ გახშირებული ყაჩაღობისგან რკინიგზის სოჭი-ინგირის მონაკვეთის დასაცავად, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, ვლადისლავ არძინბასთან შეთანხმებით გაგზავნა სამთავრობო ძალები.

საქართველოს ეროვნულ გვარდიას და პოლიციას ე.წ. აფხაზურმა გვარდიამ ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში გაუწია შეიარაღებული წინააღმდეგობა, რასაც საომარი მოქმედებების დაწყება მოჰყვა. აფხაზეთის რეგიონში საქართველოს სამთავრობო ძალების შესვლას წინ უძღოდა ადგილობრივი სეპარატისტების მიერ ე.წ. დამოუკიდებლობის გამოცხადება. აფხაზური ფორმირებების მხარდასაჭერად საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო რუსული არმია.

აფხაზეთის ომმა, რომელიც 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა, სხვადასხვა მონაცემით, 10 ათასიდან 30 ათასამდე სამხედრო და სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეიწირა. დევნილად იქცა 300 000-მდე ადამიანი.

აფხაზეთი დღემდე რუსეთის მიერაა ოკუპირებული. რუსეთს აქვს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიც.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები „დამოუკიდებელ რესპუბლიკებად“ აღიარა.

ომი, რომელიც 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა
please wait

No media source currently available

0:00 0:02:59 0:00

ფორუმი

XS
SM
MD
LG