Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძლიერ წვიმას 15-17 აგვისტოსაც ელიან - რას ამბობენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში

14 აგვისტო მოსული წვიმით დედაქალაქის ქუჩები დაიტბორა.
14 აგვისტო მოსული წვიმით დედაქალაქის ქუჩები დაიტბორა.

სინოპტიკური მდგომარეობა, რომელიც წუხელ განვითარდა და მომდევნო სამი დღის განმავლობაშია მოსალოდნელი დამახასიათებელია მთა-გორიანი ქვეყნებისთვის - ძლიერი წვიმის შესახებ რადიო თავისუფლება ესაუბრა გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროს დოდო გვაზავას.

„მთა-გორიან ადგილებში, როცა ორი ჰაერის მასა მოქმედებს, „ჩავარდნილ ადგილებში“ შეიძლება ძალიან სწრაფად წარმოიშვას ძალიან ძლიერი ღრუბელი - ამ დროს აორთქლება მიდის სწრაფად, რაც წარმოქმნის ძლიერ ღრუბლებს. თუკი არ შემოდის ძლიერი ცივი ჰაერის მასა და არ იწყებს მის გაგდებას, მოდის ძლიერი წვიმა“, - ამბობს ის.

გვაზავა აღნიშნავს, რომ 14 აგვისტოს საქართველოში სიცხე იყო, რამაც „მძიმე ღრუბლები“ წარმოქმნა, რის გასვლასაც ერთი მხრივ კავკასიონის მთებმა შეუშალა ხელი, მეორე მხრივ კი აღმოსავლეთ საქართველოში არსებულმა სინოპტიკურმა მდგომარეობამ:

„ამ დროს ნელა მოძრაობს ძლიერი ღრუბლები და შემდეგ კიდევ ისე ძლიერდება, რომ მოძრაობაც არ შეუძლია და უნდა „ჩამოიცალოს“

გარემოს ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ დედაქალაქში ძლიერი წვიმა მოვა 16 აგვისტოს გვიან საღამოსაც, 15 და 17 აგვისტოს კი შედარებით მცირე ნალექს ელოდებიან.

  • 14 აგვისტო მოსული წვიმით დედაქალაქის ქუჩები დაიტბორა;
  • დაზარალდა ჩუღურეთის, ვაკის, კრწანისისა და მთაწმინდის რაიონების მოსახლეობა;
  • დაიტბორა „რუსთაველისა“ და „ვაჟა-ფშაველას“ მეტროსადგური, ასევე სახლები;
  • გაწმენდითი სამუშაოები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG