დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში სამიზნეებს შორის იყო ტვირთების ექსპრეს-მიწოდების კომპანია „ნოვა პოშტას” ობიექტი, რომელიც განადგურებულია. კომპანიის ინფორმაციით, დრონებით დარტყმის შედეგად დაიღუპა კომპანიის 19 წლის თანამშრომელი და კიდევ ოთხი დაიჭრა.
- რუსეთის ჯარები „ნოვა პოშტას” ტერმინალებს ადრეც უტევდნენ. კომპანიის ობიექტებზე შეტევა განსაკუთრებით გააქტიურდა მას შემდეგ, რაც უკრაინის თავდაცვის ძალებმა 2026 წლის ივლისის მეორე ნახევრიდან რუსეთის ტერიტორიაზე დაიწყეს ინტენსიური შეტევა ონლაინ-ვაჭრობის უმსხვილესი კომპანიის, Wildberries-ის საწყობებზე.
რუსული დრონებით და მართვადი ავიაბომბებით შეტევა იყო ქალაქ სუმისა და ახლომდებარე რაიონებზე. ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით. დარტყმა იყო სახლებზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, სადაც მასშტაბური ხანძრები გაჩნდა. პოლიციის ცნობით, დაიღუპა ორი და დაშავდა სამი მშვიდობიანი მოქალაქე.
სულ მცირე ხუთი ადამიანი დაშავდა ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმში. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მართვადი ავიაბომბებით დარტყმა იყო ქალაქის ცენტრალურ და ჩრდილო-დასავლეთ რაიონებზე. დაზიანებულია კერძო სახლები. ქალაქ იზიუმს და მეზობელ დასახლებულ პუნქტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
ფორუმი