Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის თავდაცვის ძალებმა უფაში ისევ დაარტყეს „ბაშნეფტის“ ქარხანას

კომპანია „ბაშნეფტს“ უფაში აქვს ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსი, რომელიც სამ ქარხანას მოიცავს(საილუსტრაციო ფოტო)
კომპანია „ბაშნეფტს“ უფაში აქვს ნავთობგადამამუშავებელი კომპლექსი, რომელიც სამ ქარხანას მოიცავს(საილუსტრაციო ფოტო)

19 აგვისტოს აფეთქებები იყო რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკის ქალაქ უფის სამრეწველო ზონაში.

რესპუბლიკის მეთაურმა რადიი ხაბიროვმა დაადასტურა, რომ უკრაინული დრონებით შეტევა იყო საწარმოებზე. ხაბიროვის მტკიცებით, ერთ-ერთი „მოგერიებული“ დრონის ჩამოვარდნამ ხანძარი გამოიწვია ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში. მას კონკრეტული ქარხანა არ დაუსახელებია.

  • უფაში კომპანია „ბაშნეფტს“ აქვს სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომლებიც ერთიან კომპლექსს ქმნიან და მისი საერთო სიმძლავრე წელიწადში 23,5 მილიონი ტონაა
  • ამ ქარხნებს უკრაინის თავდაცვის ძალებმა ადრეც არაერთხელ დაარტყეს. მათ შორის 2026 წლის 5 აგვისტოს ქარხანა „ბაშნეფტ-ნოვოილს“.

დამოუკიდებელმა რუსულმა გამოცემა ASTRA-მ თვითმხილველთა მიერ გადაღებული ფოტოებისა და ვიდეოების ანალიზის საფუძველზე დაადგინა, რომ 19 აგვისტოს შეტევის შედეგად ხანძარი გაჩნდა საწარმოში „ბაშნეფტ-უფის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა".

ბაშკირეთის რესპუბლიკის მეთაურ ხაბიროვის ინფორმაციით, 19 აგვისტოს დრონმა დააზიანა ერთ-ერთი სახლიც, სადაც დაშავდა ერთი ადამიანი - ინდოეთის მოქალაქე, რომელიც ადგილობრივი სამედიცინო სასწავლებლის სტუდენტია.

  • რუსეთის ხელისუფლება „ტერორისტულს“ უწოდებს თავის ტერიტორიაზე სამრეწველო ობიექტებზე უკრაინის თავდაცვის ძალების ყველა შეტევას.
  • უკრაინის ხელისუფლებისთვის ეს არის „სამართლიანი პასუხი“ უკრაინასა და მის მოსახლეობაზე რუსეთის ყოველდღიურ დარტყმებზე და მიზანია მოსკოვის მიერ გაჩაღებული ომის შედეგები რუსეთშიც იგრძნონ, კრემლს ომის დაფინანსების წყაროები შეუზღუდონ და მშვიდობა აიძულონ.


ფორუმი

XS
SM
MD
LG