Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლატვიაში დააკავეს ესტონეთის სამხედრო საწარმოში ხანძართან კავშირში ეჭვმიტანილები

Milrem Robotics-ის შენობა ტალინში
Milrem Robotics-ის შენობა ტალინში

ესტონეთის პროკურატურამ განაცხადა ლატვიაში ორი პირის დაკავების შესახებ, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან ტალინში თავდაცვის კომპანია Milrem Robotics-ის შენობისთვის ცეცხლის წაკიდებაში. ესტონეთის სახელმწიფო პროკურორმა გარდი ანდერსონმა განაცხადა, რომ საქმეში სულ სამი ეჭვმიტანილია, რომელთაგან ორი ლატვიაში დააკავეს და სასამართლომ მათ პატიმრობა შეუფარდა. ესტონური მხარე ლატვიელებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს დაკავებულთა გადმოცემის თაობაზე.

„უახლოეს მომავალში ასევე მივიღებთ გადაწყვეტილებას მესამე ეჭვმიტანილის დაპატიმრების შუამდგომლობის წარდგენის შესახებ“, განაცხადა ანდერსონმა.

მისი თქმით, გამომძიებლები საწარმოში გაჩენილ ხანძარს განზრახ და დაგეგმილ ცეცხლის წაკიდებად განიხილავენ. მათ შორის მოწმდება დივერსიის ვერსიაც.

18 აგვისტოს ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კრისტენ მიხალმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ არ გამოირიცხება ინციდენტთან რუსეთის კავშირი.

„თუ ამ ქმედების მიზანი იყო ესტონეთის შეშინება, ჩვენი მოქალაქეების დაყოფა ან უკრაინის მხარდაჭერაზე უარის თქმის იძულება, ეს არ იმუშავებს“, დასძინა პოლიტიკოსმა.

მანამდე ესტონეთის უსაფრთხოების პოლიციის დეპარტამენტის (KaPo) გენერალურმა დირექტორმა მარგო პალოსონმა განაცხადა, რომ რუსეთი ქვეყნისთვის „გრძელვადიან ეგზისტენციალურ საფრთხეს“ წარმოადგენს, რის გამოც აუცილებელია რუსეთის ფედერაციის მხრიდან შესაძლო პროვოკაციების გათვალისწინება.

Milrem Robotics-ის ქარხანაში ხანძარი შაბათს, 14-15 აგვისტოს ღამით გაჩნდა. არავინ დაშავებულა. ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

კომპანია უპილოტო სახმელეთო საბრძოლო მანქანებს აწარმოებს და მჭიდროდ თანამშრომლობს უკრაინასთან.


ფორუმი

XS
SM
MD
LG