Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალგორელებისთვის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა გამარტივდა

საოკუპაციო ხაზი (საილუსტრაციო ფოტო)
საოკუპაციო ხაზი (საილუსტრაციო ფოტო)

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ახალგორელებისთვის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა გამარტივდა.

როგორც "სამხრეთ ოსეთის" ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა მარატ კამბოლოვმა საკუთარ ტელეგრამ-არხზე, “უშიშროების საბჭოს სხდომის” შემდეგ დაწერა, მასთან პირად შეხვედრებზე, არაერთხელ წამოჭრეს მოქალაქეებმა “საზღვრის გადაკვეთის საკითხი ოჯახური და საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარების მიზნით“.

თუ აქამდე საოკუპაციო ხაზის გადაკვეთა მოსახლეობას ყოველი თვის 20-დან 30 რიცხვამდე შეეძლოთ, ახალი წესის თანახმად:

  • ე.წ. რაზდახანის (ოძისის) გამშვები პუნქტი იმუშავებს კვირაში ოთხი დღე - ხუთშაბათს, პარასკევს, შაბათს და კვირას, 8:00-დან 18:00 საათამდე.
  • ე.წ პერევის გამშვები პუნქტი კი ღია იქნება კვირაში სამი დღე - სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს, 8:00-დან 18:00 საათამდე.


ამის გარდა, ახალგორისა და ჯავის რაიონების გარკვეული დასახლებული პუნქტების მცხოვრებთა ახლო ნათესავებისთვის “გამარტივდება შესვლისა და დროებითი ყოფნის წესი”.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 18 სექტემბერს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. დე ფაქტო პრეზიდენტის, ალან გაგლოევის შემცვლელად მოსკოვიდან საგანგებოდ მოვლენილ მარატ კამბოლოვს ცხინვალში მხარს ყველა ძირითადი პოლიტიკური ძალა უჭერს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG