მერის თქმით, ერთადერთი სერიოზული ხელისშემშლელი ფაქტორი უამინდობა.
„ყველაზე რთული პერიოდი წინ გვაქვს. სექტემბრიდან ქალაქში მოქალაქეების დიდი ნაწილი დაბრუნდება, დაიწყება სასწავლო პროცესი და საავტომობილო მოძრაობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. პირდაპირ გეტყვით, დაახლოებით, ორი თვის განმავლობაში გადაადგილები თვალსაზრისით თბილისს რთული პერიოდი ექნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დაწყების გამო დედაქალაქში მიმდებარე ქუჩებზე ხერგილებია.
დედაქალაქის მერიის გათვლით, თავისუფლების მოედნიდან ჭოველიძის ქუჩის შესახვევამდე გზის რეაბილიტაცია დაწყებიდან ოთხ თვეში, ნოემბრის ბოლომდე უნდა დამთავრდეს.
გამზირის რეაბილიტაცია ბოლო რამდენიმე წელია იგეგმება - ინფრასტრუქტურა მოძველებულია. რეაბილიტაცია 23 ივლისს 00:00 საათზე დაიწყო, სრულად აიკრძალა ავტომობილებისთვის გადაადგილება.
- კახა კალაძემ ჯერ კიდევ 2023 წლის ნოემბერში განაცხადა, რომ რუსთაველის გამზირის სამუშაოები 2024 წლიდან დაიწყებოდა. მაშინ მან თქვა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ წელზე მეტხანს გაგრძელდებოდა;
- ბოლოს სამუშაოები 2025 წელს იგეგმებოდა, თუმცა 24 მარტს კალაძემ თქვა, რომ პროექტი 2026 წლამდე გადაიდო.
ფორუმი