ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული კანდიდატები არიან:
- მარატ კამბოლოვი, დაბადებული 1965 წელს, წარდგენილი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ.
- ზურაბ კოკოევი, დაბადებული 1960 წელს, პოლიტიკური პარტია ერთიანობის კანდიდატი.
- მურატ ვალიევი, დაბადებული 1989 წელს, რესპუბლიკური პოლიტიკური პარტია ალანიის პატრიოტების კანდიდატი.
- ყაზბეკ კოდოევი, დაბადებული 1974 წელს, წარდგენილი ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ.
"კანდიდატების რეგისტრაციის" დასრულებამდე, 22 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ 18 სექტემბერს დაგეგმილი „საპრეზიდენტო არჩევნებიდან“ მოხსნა პარტია „ირი ფარნის“ მიერ წარდგენილი კანდიდატი, „სახელმწიფო დაცვის“ ყოფილი თანამშრომელი ხოხ ჩოჩიევი - უარის ერთ-ერთი მიზეზი რუსული ენის სათანადოდ არცოდნა იყო.
ფორუმი