რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს რომ 67 წლის კაცი მის სახლთან ახლოს ნახეს ჩამომხრჩვალი.
ადგილობრივი მედია 22 აგვისტოს წერდა, რომ არასრულწლოვანის ოჯახი მის დაკავებას და მთელი სიმკაცრით დასჯას ითხოვდა.
პოლიციამ კაცის გამოკითხვა, მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ვერ მოასწრო.
მოზარდების მიმართ სექსუალური დანაშაულები საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ტაბუირებულ პრობლემად რჩება. ოფიციალური მონაცემები, რომლის მიხედვითაც ყოველ წელს ასობით ბავშვი ხდება ძირითადად ოჯახის წევრებისა და ახლო ნათესავების ან მეზობლებისგან სექსუალური ძალადობისა და შევიწროების მსხვერპლი, როგორც ადამიანის უფლებებზე მომუშავე სპეციალისტები ამბობენ, მომხდარი ძალადობის შემთხვევების მხოლოდ მცირე ნაწილს ასახავს.
ფორუმი